დახურვა
სტილი
27.04.2022

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ქართველმა საზოგადოებამ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული დოჩი ალიშბაიას როლით გაიცნო; ახლა კი ნანუკა გადაცემა „ქალების“ თანაწამყვანია და ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ლაქტაცია საჯარო ადგილებში მისთვის მიუღებელია.

მის ამ განცხადებას ხალხის მხრიდან უამრავი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა, რაზეც მან ია ფარულავას გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მხოლოდ იუმორით გააკეთა.

"მაგრამ კარგია, რომ ასე მოხდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა დავინახე. თავიანთ ისტორიებს ჰყვებოდნენ ლაქტაციასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ ჩემი წვლილი 

შევიტანე. კარგია, თუ ამით ლაქტაციაზე დამოკიდებული ადამიანების მდგომარეობა შეიცვლება. ჩემი დამოკიდებულება არ ყოფილა ასეთი მკაცრი. არ ვიცი, რას ვიზამ, თუ ჩემს შვილს ქუჩაში მოუნდება ჭამა. მხოლოდ ვიხუმრე და არ დავფიქრდი საკმარისად იმაზე, რასაც ვამბობდი“ - თქვა ნანუკამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×