დახურვა
სტილი
02.05.2022

"07:00 a.m. მზის პირველ სხივებს შევეგებეთ….. ხო, როცა ბავშვის ძიძას უყვარხარ, ასეთი ფოტოები გამოდის, მადლობა ნინო, მეც ძალიან მიყვარხარ. ახალი ჰეშთეგი მაქვს: #ძიძაფოტოგრაფი … ლოკაციაზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ, ჩემ აღფრთოვანებას " - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრა პაიჭაძე.

როგორც ირკვევა ცნობილმა მოდელმა და ტელწამყვანმა პატარა ვიქტორიასთვის, რომელიც გასული წლის ნოემბერში შეეძინა ბიზნესმენ დავით კოდუასგან ძიძა აიყვანა, რომელსაც ალექსანდრამ უფროსი და უწოდა:

"მთავარია კარგი ადამიანი იყოს მეთქი, მარტო ეს ჩავიფიქრე, როცა ძიძაზე ფიქრი დავიწყე, დანარჩენს ერთად ვსწავლობთ;) ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი უნდა იყოს!!! ასე გადავწყვიტე და ამართლებს… ნინოც მეთანხმება. მგონია, სახლში უფროსი და შემომივიდა, უამრავი სირთულის მიუხედავად კეთილი საყვარელი და სუფთა გულის რომ არის ისეთი!"-წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრა პაიჭაძე და ძიძასთან გადაღებულ რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×