დახურვა
სტილი
12.05.2022

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ანკა ვასაძეს მცირე ხნის წინ გოგონა შეეძინა. მას უკვე ჰყავს ბიჭი  – ნიკოლოზი, რომელიც, დედის თქმით, სხვაზე ზრუნვას თანდათან ეჩვევა.

ანკას დატვირთული გრაფიკი აქვს და შვილების მოვლაში ოჯახის წევრები ეხმარებიან.

„მინდა გითხრათ, ხანდახან გაუსაძლისია, ისე ვიღლები. ორი შვილიდან ერთი პატარაა და ღამე კარგად ვერ ვიძინებ. ამ ყველაფერთან ერთად, თეატრში რეპეტიციებიც დამეწყო, შვილების მოვლაში ოჯახის წევრები მეხმარებიან. პანდემიის დროს ვთქვი, რომ სიტყვას „დავიღალე“ აღარ ვიტყოდი. მაშინაც კი, როცა დაღლილობისგან თვალები მეწვის, ვამბობ, რომ ეს ჯობია, მსახიობისთვის ესაა ბედნიერება. რაც მეტი საქმე მაქვს, მით მეტს ვასწრებ. ბედნიერებისთვის სტიმული და საქმე მჭირდება“.

წყარო: ჟურნალი "გზა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×