დახურვა
სტილი
30.06.2021

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მიიჩნევს, რომ დედობა ქალისთვის ტრანსფორმაციის დიდი შანსია და თვითონ ბევრად უფრო დაიხვეწა შვილთან ურთიერთობისას. რას ასწავლის ალექსანდრა შვილს, როდის უჩნდება სირცხვილის განცდა და რამდენად გულჩვილია.

"ნებისმიერი ახალი გამოცდილება და სიტუაცია განსაკუთრებულია ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, დადებითია ის თუ უარყოფითი. მით 

უფრო, როცა ხარ ქალი და დედობრივი ინსტინქტი მძაფრად არის შენში.…დედობა - ეს არის ტრანსფორმაციის, უფრო მეტად გაკეთილშობილებისა და სრულფასოვან ქალად ქცევის შანსი. ჩემს შემთხვევაში დედობამ ბევრი რამ შეცვალა, შვილის გამო რაღაც-რაღაცები გადავაფასე. მისთვის კარგი დედა და შესაფერისი პარტნიორი რომ ვყოფილიყავი, დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა, მოთმინების გამომუშავება... როგორც პიროვნება, ბევრად დავიხვეწე და ეს მისი დამსახურებაა, სწორედ ის არის ამ ყველაფრის სტიმული. მთავარია, იცოდე, როგორ მიუდგე შვილს ისე, რომ მისი სამყარო არ დააზიანო. ვასწავლი, რომ არ არსებობს ფიქრებსა და ოცნებებში ზღვარი, შეუძლია წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც მისთვის სასურველია, არ არსებობს ამ მხრივ ლიმიტი; ვეუბნები, რომ არაფერია შეუძლებელი და რასაც მოინდომებს, ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრს იშრომებს....

მამაჩემი ზარმაც ხალხს ვერ იტანდა და პატარაობაში მიკვირდა, რატომ არ სცემდა მათ პატივს. თვითონ ძალიან ენერგიული იყო, წუთითაც არ გაჩერდებოდა უსაქმოდ, ოჯახისთვის შრომობდა პატიოსნად. გავიზარდე და მივხვდი, მამა მართალი იყო. ზარმაცი ქმარი თუ გყავს, მაშინვე უნდა ადგე და წამოხვიდე, აბა, საკუთარი თავიც უნდა ინახო და კიდევ, ზარმაცი კაციც?!. ქართველი ქალების ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ისაა, ასეთი კაცების რჩენის ვალდებულებას რომ იღებენ",- განუცხადა ალექსანდრა პაიჭაძემ "კვირის პალიტრას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×