დახურვა
სტილი
30.06.2021

ანა მალაზონიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა ანა კალანდაძის ლექსზე დაწერილი სიმღერა „მაგნოლია“ შეასრულა. მას შემდეგ ანა არაერთ სატელევიზიო შოუსა და გადაცემას სტუმრობდა. დღეს კი საკუთარი ცეკვის სტუდია აქვს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანა მალაზონია გათხოვდა. მისი რჩეული ანრი მექვაბიძეა. წყვილმა ოფიციალურად იქორწინა, ქორწილი კი ბათუმში შედგა. ანამ და ანრიმ ცერემონიის ამსახველი კადრები გამომწერებს „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზეც“ გაუზიარეს.

ვიდეოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: 

„ბედნიერები იყავით ანი და ანრი“, „უსაყვარლესი წყვილი“, „გილოცავთ, ბედნიერები იყავით“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×