დახურვა
სტილი
30.06.2021

ერთი შეხედვით მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ამ ფოტოზე ბებიაა შვილთან და შვილიშვილთან ერთად. რასაკვირველია, ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობილ მოდელსა და ბიზნესვუმენს ლიკა კვარაცხელიას ასევე მოდელი ქალიშვილი ჰყავს - მშვენიერი ანა შელია. ანა ცოტა ხნის წინ გახდა დედა - ის და მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე, პატარა ელის მშობლები გახდნენ. 

თავად ლიკას, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის მურთაზ შელიას მეუღლეა, სამი შვილი ჰყავს - ქალიშვილები ანა და ელენე და ვაჟი - დათუნა.

ანამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო მოდელობა. 2017 წელს ბრიტანული მოდის

სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.

ასევე ბევრმა არ იცის, რომ ლიკა ცნობილი მოდელისა და წამყვანის, ანა კოშაძის მულია. რძალ-მულს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ, წლებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×