დახურვა
სტილი
01.07.2021

მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს.

ლაშა გურგენიძის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ბოლო დროს კი ხშირად ისმის კითხვები მისი რჩეულის, თაკუნა მჭედლიშვილის შესახებ. წყვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ორიგინალური ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრების მხრიდან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: „რა საოცარი ფოტოებია“, „ძალიან ორიგინალურია, ბრავო!“, „გაგიჟება შეიძლება“ - წერდნენ კომენტარებში.

ამჯერად მსახიობმა „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერების კითხვებს უპასუხა. როგორც ლაშა გურგენიძე წერს, ცხოვრებაში მისთვის ყველაზე მთავარი სიყვარულია და პირადი ცხოვრება კარიერას ხელს არ უშლის. მეუღლე თაკუნა მჭედლიშვილი კი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო: „სუპერ წყვილი ხართ, ძალიან საყვარლები“, „შენი მეუღლისადმი დამოკიდებულებით ვხვდები, რა არის სიყვარული“ - წერენ გულშემატკივრები.

გამომწერებმა მსახიობისადმი კომპლიმენტებიც არ დაიშურეს: „ქართულ თეატრს და, ზოგადად, საქართველოს, შენ სჭირდები!“, „ჯერ მის სპექტაკლებს უყურეთ და მერე ნახავთ აღტაცებას“, „ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევ მომავალ თაობას“ - სწერენ ლაშა გურგენიძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×