დახურვა
სტილი
01.07.2021

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში აქტიურობით ხშირად გამოირჩევა, ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრებიდან პირად ამბებს. 

ხატია ხშირად გახვეულა კრიტიკის ქარცეცხლში, ხმაურიანი განცხადებით. 

ამჯერად მან გამომწერებს სკოლის პერიოდში გადაღებული ფოტო გაუზიარა და საკუთარი წარსულის შესახებაც დაწერა.

„ეს მე ვარ, მე9 კლასში. არც ისე შეძლებული ოჯახიდან. არც ისე უდარდელი ბავშვობით. არც ისე ლამაზი. არც ისე განვითარებულ ეპოქაში, მეკითხა ინფორმაციები ფსიქოლოგიაზე, ან სკოლის ფსიქოლოგი გვყოლოდა.

არავითარი ბავშვთა უფლებებით. ჩემი უფლებები, ჩემს მშობლებს ჰქონდათ მიბარებული. მოკლედ როგორც მიხვდით, არავითარი დღევანდელი კომფორტის ზონა. და მაინც იქედანვე მხიარული. იქედანვე პოზიტიურად განწყობილი ცხოვრების მიმართ. იქედანვე რწმენით, რომ მე ჩემს ადგილს ვიპოვიდი ცხოვრებაში. იქედანვე ბრძოლისუნარიანი და ჟინიანი, ჩემი სამყარო, ჩემს გემოზე დამელაგებინა.

აქედან 2 წელიწადში, როცა უკვე მშობლები ცალ-ცალკე იცხოვრებენ და ამით მთლიანად ჩამოშლიან ჩემს ბავშვურ სამყაროს, გუდა ნაბადს ავიკრავ და მიუხედავად დაცინვისა, იქ დაიკარგები რა უნდა აკეთო, დედაქალაქში ჩამოვალ.

ორივე ფეხზე დავდგები და გამოვძერწავ ხატიას, ისეთს, როგორსაც დღეს იცნობთ, ან გგონიათ რომ იცნობთ.

დამოუკიდებელს, თავისუფალს, მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობილს. ჩავაბარებ ჟურნალისტიკაზე, რადგან წერა ძალიან მიყვარს და დავიწყებ მუშაობას გაზეთ „რეზონანსში". ერთი სტატია 5 ლარი. მერე იქნება გრძელი გზა.

ბევრი წინააღმდეგობები და ბევრი განსაცდელი. ასევე ბევრი ტკბილი მოგონება. და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი დღემდე.

უკან მომყვებოდა ბევრის ღიმილი და ბევრი უმისამართოდ ნასროლი ქვა. საბედნიეროდ, გამჭვირვალე გავხდი წლების განმავლობაში. ქვა არ მხვდება. სამაგიეროდ მაძლიერებს თითოეული თბილი სიტყვა .

ამ ფოტოთი კი მინდა თინეიჯერებს ვუთხრა. თუ ძალიან მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნება ასრულებადია. დანარჩენი გრძელი ისტორიაა დაიღლებით,“- წერს ხატია სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×