სოფო ნიჟარაძე უსაყვარლესი ქალიშვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოებს ხშირად გვიზიარებს „ინსტაგრამის“ საშუალებით.
პატარა გოგონა დედიკოსავით პრანჭიაა და კარგად პოზირებს ფოტო თუ ვიდეოკამერასთან.
ახლახან გამოქვეყნებული ფოტოც ამის დასტურად შეიძლება ჩავთვალოთ – ელის მარია სააკაშვილი ჭრელ კაბაშია გამოწყობილი და ახალ ფოტოზე ცნობილ დედას ძალიან ჰგავს.