დახურვა
სტილი
28.07.2022

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ, კადრები ჯვრისწერის ცერემონიიდან კი სოციალურ ქსელში მათმა მეგობრებმა გაავრცელეს.

როგორც ცნობილია, წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა.

ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.

ქორწილის შემდეგ ირაკლი და ლიზა თაფლობის თვეში გაემგზავრნენ. წყვილმა თაფლობის თვისთვის Sani Resort-ი შეარჩია, რომელიც საბერძნეთში მდებარეობს.

ცოტა ხნის წინ წყვილმა ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან და ისვენებენ.

„სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს ლიზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×