დახურვა
სტილი
29.07.2022

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყველას მიმართავს, ვინც მის გამოსწორებას ცდილობს, ან აგრესია აქვს მის მიმართ.

„დეიდებო, ბიძიებო დებო და ძმებო, ზრდილობიანებო, მორწმუნეებო და ურწმუნოებო, შინაურებო და გარეულებო, მომღერლებო და და მოცეკვავეებო, ალხანებო და ჩალხანებო, ზრდასრულებო და თინეიჯერებო. ნაცებო და ქოცებო, რუსეთუმეებო და ქსწნოფობებო. მოკლედ ყველავ! რამე თუ არ მიხდება მე არ მიხდება. ცუდად გამოვიყურები? მომარიდეთ თვალი. არ მოგწონვართ განმეშორეთ. ყვავი ნე*ვზე იჯდა და ბოლოს არიდებდა არ გამეთხვაროსო. ყელამდე ნე*ვში ვართ ბევრი მიმართულებით, შენიანი თუ სხვისიანი დედის ტ*აკს გაფარებთ თავზე ზოგი პირდაპირ ზოგი ირიბად ამ დროს თქვენ ეძებთ ვინმეს, ვისი გამოსწორებაც არ გეკითხებათ და ცდილობთ გამოასწოროთ.თქვენი შვილის, ძმის, მამის, დედის, დის, ძმაკაცია და დაქალის ყველაფერი მოგწონთ? იმათ რატომ არ გამოასწორებთ? იმიტომ რომ ან ვერ ბედავთ, ან ფიქრობთ დაგკარგავთ, და ამისი გეშინიათ.ერთს გირჩევთ თქვენი წრიდან დაიწყეთ გამოსწორება. მე არც წმინდანი ვარ, არც იდეალური, არც მაქვს რომელიმეზე ამბიცია.ყველას უყურეთ იმ მხრიდან რომელიც მოგწონთ, ადამიანი სამოსი არ არის რომ მოირგოთ როგორც გინდათ, ხშირად სამოსიც არ გვერგება. ბოლო წლებია ბევრ სიყვარულთან ერთად ბევრი აგრესია, ლანძღვა, დამცირება და შეურაცხყოფა მივიღე და ვიღებ.ზოგჯერ პასუხის გაცემის სურვილი მაქვს და თუ ეს არ მოგწონთ გააგრძელეთ გზა თქვენო იდეალებისკენ....",- წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×