დახურვა
სტილი
04.08.2022

ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს, მიმართვას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციას ის ოფიციალურად ადასტურებს და ქართველებს გლშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.

„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია... უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ... თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას... ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკვადრება. უამრავი წერილი შემომდის...გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას... მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენსკენ“, - წერს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×