დახურვა
სტილი
09.08.2022

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი, მომხიბვლელი მომღერალი, თათა გიორგობიანი, მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან ერთად ბათუმში ისვენებს. გოგონები მზიან დღეებს აუზზე მხიარულ გარემოში ატარებენ.

ახლახან თათამ საკუთარ მიმდევრებს გაუზიარა აუზზე გადაღებული ფოტოები, რომელშიც არაჩვეულებრივ ფორმაში გამოიყურება.

აღნიშნულ პოსტს მომღერალმა ერთ-ერთი გოგოს მიერ გავრცელებული ანონიმური პოსტი დაურთო, რომელიც თვითშეფასების საკითხს ეხება და გოგოებს და არა მხოლოდ მათ საკუთარი პოზიცია გაუზიარა.

„გამარჯობა, მოკლედ გოგო ვარ და მაქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება რაც მაწუხებს. ყველა ლამაზი მგონია ჩემ გარდა (არ გეგონოთ რომ ეს ფაქტი ”მგრუზავს” ან სხვისი სილამაზის მშურს, არა! უბრალოდ ცუდი განცდაა როცა საკუთარი თავი მახინჯი გგონია და რო გიყურებენ მაგაზეც კი კომპლექსდები, “ვერ წარმომიდგენია რო მყავდეს შეყვარებული რადგან არ ვარ ლამაზი” ეს არის ჩემი ფიქრი თუ ვინმე ბიჭი მომეწონება, ხალხთან კომუნიკაციისაც მეშინია, ვინმე თბილად თუ დამელაპარაკება მგონია რო დამცინის. ვიცი, რომ საკუთარი თავი უნდა მიყვარდეს ჯერ, მაგრამ არ გამომდის და ბევრი მიზეზიც მაქვს ამისთვის( ტრამვებიდან გამომდინარე ), ადრე ასე არ იყო ძაან მომწონდა ჩემი თავი და უზომოდ თბილი კომუნიკაბელური ადამიანი ვიყავი მაგრამ იმდენი ცუდი რაღაც დამატყდა თავს ნელ-ნელა გაქრა ჩემი თვითშეფასება. მირჩიეთ რამე”.

ერთ-ერთი გოგონას ეს ანონიმური პოსტი ვფიქრობ, ბევრი გოგონას (და არამხოლოდ) შინაგან მდგომარეობას ასახავს. მათ შორის, ჩემს ძველ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან. მეც ვიყავი მანდ.. თუ ახლა შენ ხარ მათ რიცხვებში, ვისაც ერიდება თქვას: მე მომწონს ჩემი თავი იცოდე, რომ მახინჯი ადამიანი არ არსებობს!! სიცოცხლე სამყაროს სასწაულია. არსებობს საკუთარ თავთან დისკომფორტში მყოფი ადამიანი. აქ აუცილებელია გავიაზროთ რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი არა.

თუ რამის შეცვლა შეგვიძლია, და ნამდვილად საჭიროა (!) კომფორტის და სიმშვიდის მისაღწევად, ამ მიმართულებით დავიწყოთ სისტემური და გააზრებული შეუპოვარი მუშაობა. დავიცვათ ზომიერება და ინდივიდუალიზმი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღო შენი სხეული ისეთი როგორიც არის და შეიყვარო, მოუარო და პატივი სცე, რადგან მან უნდა გატაროს მთელი ცხოვრება. იდეალური არავინაა. არც ყოფილა. არც იქნება. ნაკლი აქვს ყველას და ეს ადამიანურია. დროსთან ერთად კი სხეულის ყველა ნაკვთი ბერდება და წარმავალია“, – წერს თათა გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×