დახურვა
სტილი
16.08.2022

მსახიობების წყვილი, ანი ბებია და ილო ბეროშვილი, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და გამომწერებს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევენ. ცოტა ხნის წინ კი ანიმ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და განაცხადა, რომ ის და ილო მეორე შვილს ელოდებიან.

წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, ეს მათ ხელს არ უშლით, სრულფასოვანი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ. ანისა და ილოს პირველი შვილი ჯერი ბეროშვილი 2 წლის წინ შეეძინათ.

ცოტახნის წინ ანიმ სოციალურ ქსელში ახალი 

ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ქერად შეღებილი თმით გამოჩნდა. მსახიობის ახალი სტილი მისმა გამომწერებმა მოიწონეს და უამრავი დადებითი კომენტარიც დაუწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×