უკვე წლებია, რაც ნინი ქარსელაძე მედიასთან ნაკლებად თანამშრომლობს, განსაკუთრებულად თუ თემა პირად ცხოვრებას ეხება. ნინის გაუქმებული აქვს სოციალური ქსელი "ფეისბუქი" და "ინსტაგრამზეც" იშვიათად აჩენს ფოტოებს. ერთი წლის წინ მისი დაოჯახების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელში, დედამ, ხათუნა ჟორდანიამ დაწერა, რომ - ნინი გათხოვდა.
მომღერლის მეუღლე თაზო ჯახუტაშვილია, რომელიც ასევე შორს ამჯობინებს მედიისგან ყოფნას და სოციალური ქსელში ანგარიშები დახურული აქვს. ამჟამად წყვილი საბერძნეთში მეგობრის ქორწილში იმყოფება, საიდანაც ნინიმ მეუღლესთან ერთად გადაღებული იშვიათი ფოტოები გამოაქვეყნა.