სერიალ "ჩცდ"-ს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა რამდენიმე დღის წინ გახდა დედა. მას და მის მეუღლეს კახაბერ კაშიას პატარა ნინა შეეძინათ.
გოგონა გაგუას კლინიკაში გაჩნდა.
ნანუკა მშობიარობამდე საკმაოდ აქტიური ორსული იყო, მოგზაურობდა, ცეკვავდა და ორსულობის პერიოდშივე ჰქონდა გრანდიოზული ქორწილი მეუღლესთან. ახლა კი სოციალურ ქსელში პირველი შთაბეჭდილებებით და ფოტოებით გამოჩნდა, მას მერე, რაც დედა გახდა. ნანუკა ამბობს, რომ საკმაოდ რთული ყოფილა საკუთარ თავსა და ხასიათთან დაბრუნება. თუმცა იმასაც დასძენს, რომ საყვარელი ადამიანების გვერდში დგომით, ყველაფერი შესაძლებელია.