დახურვა
სტილი
19.04.2023

მომღერალ, ლაშა ღლონტის ქალიშვილი, ანი ღლონტი აცხადებს, რომ სასწავლებლად ამერიკაში წასვლას აპირებდა, რა დროსაც მის რჩეულს შეხვდა.

„მამაჩემისთვის არაფერი დამიმალავს ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის დაწყებიდან მალევე ვუთხარი ჩემს გრძნობებზე და ისიც ძალიან გაგებით მოეკიდა.

ჩემს ცხოვრებაში სანამ ეს სიყვარული გამოჩნდებოდა, ვაპირებდი ამერიკაში სწავლის გაგრძელებას. ერთ მშვენიერ დღესაც შევედი მამასთან და ვუთხარი, ვეღარსად წავალ, რადგან ძალიან შეყვარებული ვარ-მეთქი. მისი პასუხი კი ასეთი იყო, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, ის გამიკვირდებოდა, რა თქმა უნდა, მივესალმები შენს გადაწყვეტილებასო.

მამამ ჩემი ქმარი საკუთარი შვილივით მიიღო და ხანდახან ამბობს კიდეც, ვერ ვხვდები, რომელი უფრო მიყვარხართო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ მამას და ჩემს ქმარს ასეთი ურთიერთობა აქვთ" - ამბობს ანი ღლონტი "სარკესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×