დახურვა
სტილი
19.04.2023

რუსკა ქარქაშაძე თავის რჩეულზე რომში დაინიშნა.

მიღებული ემოციების შესახებ ის ჟურნალ „სარკეს" უამბობს:

„ყველაფერი თავისთავად მოხდა. წინასწარი ფიქრისა და მოლოდინების გარეშე გახდა ეს ადამიანი მთელი ჩემი ცხოვრება. ამ სიყვარულმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ბევრ რამეს შევხედე სხვანაირი თვალით. რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო, ახლა უმნიშვნელო გახდა და პირიქით...

თვითონ ურთიერთობა ისეთ ეტაპზე იყო, ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯამდე მივიდოდით, მაგრამ ეს რომ მოგზაურობისას იტალიაში და თან, ჩემს დაბადების დღეზე მოხდებოდა, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ, ვერც კი ვლაპარაკობდი. ძალიან ემოციური წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×