დახურვა
სტილი
26.04.2023

ნოე სულაბერიძეს საზოგადოება ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. მას საავტორო გადაცემა აქვს და არაერთი წარმატებული პროექტის პროდიუსერია. ნოე სულაბერიძე დაქორწინებულია მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე, რომელთანაც ერთი შვილი, ანნა ჰყავს. პირველ ქორწინებაში კი ტელეწამყვანს ორი შვილი, ალექსანდრე და ლიზა შეეძინა.

ამჯერად ნოემ „იმედის" ეთერში პირად ურთიერთობაზე ისაუბრა - "ჯანეტის გამოჩენა იყო ყველაზე დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მწყდება გული, რომ დედამ ვერ გაიცნო ვერც ანნა, ვერც ჯანეტი".

"ერთი მაგარი ამბავი მინდა რომ მოვყვე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედაჩემის წლისთავი იყო. ვაპირებდი მარტო წავსულიყავი საფლავზე და იქ გადამეხადა პანაშვიდი. არავის შეწუხება არ მინდოდა...

ამ დროს საუბარში ჯანეტი ჩაერთო: "მე და ანნა გზაში ვიყავით, ანნა მიმყავდა ბაღში მანქანით. სულ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობდით და უცბად მეუბნება: დედა, ლიზი სად არის? გავჩერდი და დავუწყე ახსნა, რომ ის მაინც ჩვენთან არის, ზემოდან გვიყურებს.. "რატომ არის ცაში, ჩვენთან რატომ არ მოდის?" - მეკითხება, როდის მოვაო. ამ დროს დავურეკე ნოეს და ავუხსენი სიტუაცია.." - იხსენებს ჯანეტი.

"მე გზაში ვარ, სხვა მანქანაში. არ მითქვამს, რომ წლისთავია. სასაფლაოსკენ გზაში ჯანეტი მირეკავს და მეუბნება ასეთ რამეს... იმის თქმა მინდა, რომ ნუ მოვიტყუებით, რომ რამე არ არსებობს, მჯერა, რომ ბავშვები გაცილებით მეტს ხედავენ. მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჯანეტი ასე აღიქვამს დედაჩემის არსებობას ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს ნოე სულაბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×