დახურვა
სტილი
10.05.2023

დღეს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ 11 მაისს მე-11 ნომრად წარდგება.

ევროვიზიის კონცერტი, ევროპის დროით, 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხმის მიცემა - 22:20 საათზე.

საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ, უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

სოციალურ ქსელში ირუს მხარდამჭერი პოსტები ქვეყნდება:

"ჩვენო ძვირფასო ემიგრანტებო,

თქვენ მხარში დგომას ყოველთვის ვგრძნობთ, თქვენ გარეშე ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით მსოფლიო ასპარეზზე.

დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და დავუდგეთ გვერდში ჩვენს საქართველოს!

ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს ირუ წარადგენს.

მან 2011 წელს ჯგუფ „ქენდისთან" ერთად საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება უკვე მოუტანა საქართველოს.

თუ ცხოვრობთ: უკრაინაში, ესპანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, პოლონეთში, სომხეთში, ესტონეთში, ბელგიაში, რუმინეთში, ისლანდიაში, ლიეტუვაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, სლოვენიაში, ალბანეთში ან დიდ ბრიტანეთში, მხარი დაუჭირეთ და დაურეკეთ საქართველოს.

დეტალური ინფორმაცია, როგორ დაუჭიროთ მხარი საქართველოს, მოცემულია ბანერზე. უყურეთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც თქვენ ცხოვრობთ და უგულშემატკივრეთ საქართველოს.

მადლობა ერთგულებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რასაც თქვენი მხრიდან ვგრძნობთ," - წერენ ემიგრანტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×