დახურვა
სტილი
18.05.2023

ქუთაისელი მომღერალი მარიტა როხვაძე თავისი ბავშვობის მძიმე მომენტს იხსენებს, პატარაობის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ბავშვობის ტრავმა: ნათლიაჩემს გამოართვა დედამ სკოლის ზეიმისთვის ,,კოდაკის" ფოტოაპარატი, რადგან ჩვენ არ გვქონდა. იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ოჯახს. სამწუხაროდ, აპარატი გაფუჭდა და ერთადერთი ფოტო ეს მაქვს ახალი წლის ზეიმიდან, ისიც არ ვიცით, ვინ გადაიღო.

საქმე იცით რაშია? დედა ეხვეწებოდა ჩემი კლასელების მშობლებს, გადაეღოთ ჩემთვის ერთი ფოტო მაინც, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველასგან უარი მიიღო, ვერ გაიმეტეს ჩემთვის ერთი კადრი. ყველანი მახსოვხართ!

ყველა ზეიმზე მე ვიყავი წამყვანიც, მომღერალიც, მოცეკვავეც და ადამიანიც! მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემ უკან დგანან და ადამიანად გამზარდეს გაჭირვებაში - მამა, დედა, დეიდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×