დახურვა
სტილი
22.05.2023

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ის საჩუქარია ასახული, რომელიც მას მომღერალმა კაილი მინოუგმა აჩუქა.

როგორც ფოტოდან ჩანს, მინოუგმა მას თავისი ბრენდის პროსეკო უსახსოვრა.

„დიდი მადლობა, დედოფალო! მიყვარხარ! ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო",- დაწერა ნუცა ბუზალაძემ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ვარსკვლავის ფინალზე ნუცა ბუზალაძისა და კაილი მინოუგის დუეტი შედგა.

კაილიმ ახალი სიმღერა, PADAM PADAM შეასრულა. ნუცასთან ერთად კი თავისი ცნობილი ჰიტი Can not Get You Out Of My Head.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×