დახურვა
სტილი
23.05.2023

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დარეჯან კვარაცხელია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის შეხვედრის ფოტოებს გვიზიარებს.

ხვიჩამ ლეგენდარულ მოჭადრაკეს მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და გულშემატკივრობისთვის.

„ჩემპიონები საქართველოდან - ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და იტალიის ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში. ხვიჩამ მადლობა მოახსენა ქალბატონ ნონას იტალიაში ჩამობრძანებისთვის, გულშემატკივრობისთვის. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩას ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა", - წერს დარეჯან კვარაცხელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×