დახურვა
სტილი
24.05.2023

სულ ცოტა ხნის წინ ირინა ონაშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საბანკეტოდ გოგონებს საკუთარ კაბებს აჩუქებდა. ეს ინიციატივა ახალი არ არის და გასულ წელს მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემაც გაახარა რამდენიმე აბიტურიენტი. იდეას გაგრძელებაც მოჰყვა და წელს, ირინა ონაშვილთან ერთად, კაბები მსახიობმა ნინო თარხნიშვილმა და მომღერალმა ნათია დუმბაძემაც გააჩუქეს:

„სოციალურ ქსელებში არსებულ ქალთა ჯგუფებში წელს განსაკუთრებულად მომხვდა თვალში, რომ სკოლის ბანკეტისთვის კაბები არ ჰქონდათ. ზოგადად, გულთან ახლოს მიმაქვს ადამიანების პრობლემები და ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. შემდეგ წამოვიდა ინიციატივები, ნინო თარხნიშვილმა დადო პოსტი და თავისი ორი ულამაზესი კაბა გააჩუქა მათზე, ვისაც საბანკეტოდ სჭირდებოდა. მე არ ვარ მომღერალი და შოუბიზნესის წარმომადგენელი, რომ უამრავი გამოსასვლელი კაბა მქონდეს. როცა გარდერობს გადავხედე, ავარჩიე ის კაბები, რომლებიც ერთ-ორჯერ მქონდა გამოყენებული სხვადასხვა გადაღებისთვის. ვიფიქრე, რომ თუ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც გავახარებდი, ბედნიერი ვიქნებოდი. დავდე ჩემი კაბები „ინსტაგრამზე" და ვინც მწერდა, ვცდილობდი, გადამემოწმებინა, შეესაბამებოდა თუ არა სკოლის დამამთავრებელი გოგონას ასაკს. შევფუთე ეს კაბები ლამაზად და გავუგზავნე ადრესატებს. დაახლოებით ათი გოგონა გავახარე. მწერენ მადლობებს და ეს ძალიან მახარებს... სულ ორი კაბა დავიტოვე, ისიც იმის გამო, რომ დამჭირდეს, მქონდეს..." - ამბობს ირინა ონაშვილი.

ირინა ონაშვილმა გაიხსენა, რომ საკუთარ ბანკეტზე თავადაც ნაჩუქარი კაბა ეცვა - მაშინ სოფო ჭყონიასთან სააგენტოში იყო და საბანკეტოდ სოფომ თავისი კაბა აჩუქა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×