
უცხოური გამოცემის ინფორმაციით სექსში პირველი ჩემპიონატი შვედეთში გაიმართება - შეჯიბრება 16 დისციპლინაში შედგება.
შეჯიბრება 2023 წლის 8 ივნისს, ქალაქ გეტებორგში გაიმართება. მასში მონაწილეობას ევროპის 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. როგორც მედია წერს, ჩემპიონატი რამდენიმე კვირა გაგრძელდება და დღეში 6 საათს გასტანს. აღნიშნულ ინფორმაციას ქართველი მოდელი კესარია აბრამიძე ეხმაურება და წერს, რომ სულ ჰქონდა სურვილი ქვეყანა ესახელებინა. „სულ მინდოდა ჩემი ქვეყანა რამეში მესახელებინა", - წერს კესარია.