დახურვა
სტილი
09.10.2023

ქარ­თუ­ლი "X ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლე, ნინი ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბია, აშშ-ში ცხოვ­რობს, ამე­რი­კუ­ლი "ვო­ი­სის" მო­ნა­წი­ლეა. სა­ო­ცა­რი შოუ, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა დად­გა, NBC-ის ეთე­რი­დან მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

ნი­ნიმ "ვო­ის­ში" შთამ­ბეჭ­და­ვად იმ­ღე­რა და ჟი­უ­რის ოთხი­ვე წევ­რი შე­მო­აბ­რუ­ნა. ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს და მას პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთ კან­დი­და­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს. 27 წლის ნინი ბრეგ­ვა­ძე ბოლო 7 წე­ლია ნიუ-იორკში ცხოვ­რობს.

"უბ­რა­ლოდ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა სახ­ლი. მინ­და, დე­და­ჩემ­მა თქვას - მას მი­ზე­ზი ჰქონ­და წას­ვლის­თვის... მინ­და ვაჩ­ვე­ნო მსოფ­ლი­ოს, რომ ვიმ­სა­ხუ­რებ აქ ყოფ­ნას", - ამ­ბობს ნინი, რო­მე­ლიც კონ­კურ­სზე ნინი აი­რი­სის სა­ხე­ლით გა­მო­დის.

NBC სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნი­ნის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა და წერს, რომ გო­გო­ნა 2016 წელს გა­და­ვი­და ნიუ-იორკში სა­ცხოვ­რებ­ლად და "სა­ქარ­თვე­ლო­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უკან მო­ი­ტო­ვა, რათა მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა შტა­ტებ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა".

"ეს იყო რთუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

"ნინი იხ­სე­ნებს, რომ როცა ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უსახ­ლკა­რო იყო და მეტ­რო­ში ცხოვ­რობ­და", - წერს NBC.

"მე უნდა და­მე­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. უნდა მე­პო­ვა ად­გი­ლი, სამ­სა­ხუ­რი და და­მე­წყო ჩემი მიზ­ნის­კენ სვლა, რის­თვი­საც აქ ჩა­მო­ვე­დი", - ამ­ბობს ნინი.

რთუ­ლი და­სა­წყი­სის შემ­დეგ, ის ახლა სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მღე­რის ად­გი­ლობ­რივ რეს­ტორ­ნებ­ში, ბა­რებ­სა და ქორ­წი­ლებ­ში.

თუმ­ცა, მისი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი იყო ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა და The Voice-ის ამე­რი­კულ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ოც­ნე­ბა აუხ­და, რო­დე­საც მწვრთნე­ლებ­მა ჯონ ლე­ჯენდმა, გვენ სტე­ფა­ნიმ და ნაილ ჰო­რან­მა სკა­მე­ბი ზუს­ტად ერ­თსა და იმა­ვე დროს შე­ატ­რი­ა­ლეს. რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ მათ ჟი­უ­რის მე­ო­თხე წევ­რი რება მა­კენ­ტა­ი­რი შე­უ­ერ­თდა.

"ეს იყო დღის სა­უ­კე­თე­სო ვო­კა­ლი", - თქვა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ჰო­რან­მა, რო­მე­ლიც ამა­ვე პრო­ექ­ტის 23-ე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მენ­ტო­რია. "ჩვენ აქ პო­ტენ­ცი­ურ გა­მარ­ჯვე­ბულს ვხე­დავთ", - თქვა ნი­ნის შე­სა­ხებ მუ­სი­კოს­მა.

"აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ვუ­ყუ­რე შენს შეს­რუ­ლე­ბას. შენი სიმ­ღე­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვია, შე­გიძ­ლია იმ­ღე­რო ნე­ბის­მი­ე­რი რამ", - თქვა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის შე­სა­ხებ ჟი­უ­რის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, მა­კენ­ტა­ირ­მა. ნი­ნის მი­მართ ქება არ და­ი­შუ­რა ჯონ ლე­ჯენდმაც:

"თქვე­ნი ხმა, მარ­თლაც მა­გა­რია, ეს ერ­თგვა­რი როკ შეს­რუ­ლე­ბა იყო", - თქვა მან.

გვენ სტე­ფა­ნის თქმით კი ნი­ნის შეს­რუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლი იყო.

"ის ფაქ­ტი, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ასე მარ­ტი­ვად გა­დახ­ვი­დეთ სხვა­დას­ხვა სტილ­ზე, ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა გვენ სტე­ფა­ნიმ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×