დახურვა
სტილი
20.10.2023

მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე. ალექსანდრა ორი შვილის დედაა. მას პირველი ქორწინებიდან ვაჟი, დემეტრე ხატიაშვილი ჰყავს. თავად ალექსანდრა პირველ მეუღლესთან ურთიერთობას ასე იხსენებდა:

„ძალიან ვინანე, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე და პირველი სიყვარული დავკარგე, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ასეა, რასაც კარგავ, აუცილებლად იღებ უკან. ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა კაცი, რომელიც იყო უკარგესი, უთბილესი, ფანტასტიკური ოჯახის შვილი. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავოჯახდით, 20 წლის ვიყავი. რამდენიმე როლსა და ფილმზე უარი ვთქვი, რადგან მის ქართულ სტერეოტიპებში არ ჯდებოდა, თუმცა ორ წელიწადში დავასრულე ეს ურთიერთობა. კომპლექსი მაქვს, რომ არ ვიყო უტვინო. არ მომწონდა ეს სტერეოტიპი, რომ მოდელია და შტერია. ჩემს თავს ვუმტკიცებ ამას".

2021 წელს სოციალური ქსელი სავსე იყო ალექსანდრა პაიჭაძის პირადი ცხოვრების შესახებ პოსტებით. ცნობილი გახდა, რომ მას ურთიერთობა ბიზნესმენ დავით კოდუასთან ჰქონდა, რომელიც ოფიციალურ ქორწინებაში სხვა ქალთან იმყოფება. ალექსანდრასა და დავითს ქალიშვილი ვიქტორია შეეძინათ. მოდელი აღნიშნავს, რომ შვილებთან დიდ დროს ატარებს და მათ ცხოვრებასა და აღზრდაში აქტიურადაა ჩართული. ზაფხული მან სწორედ შვილებთან ერთად გაატარა და სხვა მშობლებსაც მოუწოდა, რომ დედის სიმშვიდე და ჰარმონია პირდაპირპროპორციულია მათი კარგად ყოფნის:

"დემე და მე წელიწადში ერთხელ მაინც ვიპარებით ერთად დასასვენებლად. ასე ვცდილობ, მასთან წლის მანძილზე გაუტარებელი წუთები ავინაზღაურო და დანაშაულის გრძნობისგან გავთავისუფლდე... თუმცა უკვე დიდი ბიჭია და ამ ჯერზე, აქაც კი მომანატრა თავი... 2 ფოტოც ძლივს გამოვძალე, არ მიღებს ძირითადად...

გაიზარდნენ შვილები... ყველას ბედნიერი, იღბლიანი და ჯანმრთელი გვიმყოფოს!

პ.ს. დედის სიმშვიდე და ჰარმონია პირდაპირპროპორციულია მათი კარგად ყოფნის.... მიყვარხართ, დედიკოებო, ძალიან. თავს მიხედეთ, აიმაღლეთ ხმა, სტანდარტები, ქუსლებიც და დატკბით თითოეული წამით. კაცმა არ იცის, ხვალ რა იქნება" - წერდა ის.

ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ საკუთარ ფოტოებს დაურთო აღწერა, სადაც ამბობდა, რომ მისი სიყვარული დასრულდა:

"დაუჯერებელია, მაგრამ ყველაფერი დასრულდა. ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს. მჯერა მომავლის, მაგრამ ამდენი გულისტკივილი და იმედგაცრუება სად წავიღო. არ მინდა ტვირთად, ვერ მოვიკიდებ, არ დამიმსახურებია!" - წერდა ის.

მოგვიანებით კი დავით კოდუამ ფოტოები შვილებთან და მეუღლესთან ერთად გამოაქვეყნა, ის ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ იყო წასული. დავით კოდუას დედამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენს ოჯახი არასდროს მიუტოვებია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×