დახურვა
სტილი
20.10.2023

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ცეკვავს.

ნუკი წერს, რომ „ოჯახი განაჩენი არაა და თავისუფლება კაცსაც და ქალსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

„ჯერ მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და ეჭვიანი ქმარი, მერე ბავშვი და ქმარი აღარც ეჭვიანობს, იმიტომ რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ.. ის უკვე სხვაზე ეჭვიანობს.. ანუ რა გამოდის, ქალისთვის ცხოვრება განაჩენია? არა, არა იმიტომ არა რომ რამე ცუდს ვხედავ ოჯახურ ცხოვრებაში. მაგრამ არჩევანის უფლება და რაც მთავარია თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ქალსაც და კაცსაც. ანუ ოჯახი განაჩენი არაა? არა თუ გყავს გვერდში პარტნიორი თანამეგზური, ადამიანი, რომელიც გიღებს ისეთს როგორიც ხარ, არ გიწევს ტყუილი და შელამაზება რომ კონფლიქტს აარიდო თავი. მოკლედ იმის თქმა მინდ,ა რომ იცოცხლეთ, მთელი გულით, ისუნთქეთ ღრმად! არავის მისცეთ უფლება რამეში შეგზღუდოთ, იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და არ დათმოთ, არავისთვის არ დათმოთ საკუთარი თავი.. ვკვდებით ერთხელ და ვცხოვრობთ ყოველ დღე.

ვიდეოზე ნუკი 33 წლის

5 წლის შვილი

10 წლიან ურთიერთობაში", - წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×