რა იწვევს წონის მატებას, რა ძირითადი მიზეზი აქვს მას, მედიკოსები განმარტავენ, რომ მიზეზი ბევრია. მათ შორის, საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება, ღამით კვება, ფიზიკური აქტივობის შემცირება, ალკოჰოლური სასმელის ჭარბი მოხმარება...
„გარდა ამისა, რიგ შემთხვევაში, წონის მატებისა და კლების გაძნელებას გარკვეული დაავადებებიც იწვევს. ჰორმონალური დისბალანსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე. როდესაც დარღვეულია მეტაბოლიზმი, შესაბამისად აღინიშნება წონის მატებაც. არის დაავადებები, რომელთა დროსაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ სიმსუქნეა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, მ/ციკლის დარღვევები არის ყველაზე ხშირი მიზეზები წონის კლების გაძნელების,“ - გვეუბნება აკად. ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ ჩადუნელი.
მისი თქმით, სიმსუქნე თავისთავად დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში კიდევ მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. აუარესებს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, ძვალ-სახსროვანი სისტემის და სხვა ორგანოების ფუნქციონირებას. სიმსუქნის ფონზე იზრდება რისკი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენის. ასევე იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა ლიპიდური ცვლა (იმატებს ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინი სისხლში), იზრდება რისკი ინფარქტისა და ინსულტის. სიმსუქნე საკმაოდ აუარესებს ცხოვრების ხარიხს. მნიშვნელოვანია ჭარბი წონის დროული დაკლება, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოვლენა.
"საკმაოდ ხშირად უჩივიან სხვადასხვა დიეტების ფონზე წონის კლების გაძნელებას. წონის მატებას შეიძლება გარკვეული პროდუქტის მიღება იწვევდეს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ადამიანის ორგანიზმი ვერ იღებს რძის პროდუქტს, მაშინ როცა იგივე პროდუქტი სხვისთვის ყოვლად უსაფრთხოა, რადგან ყოველ ადამიანს კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე აქვს ინდივიდუალური მგრძნობელობა.
უნივერსალური დიეტა არ არსებობს. იმისათვის, რომ რაციონი სწორად შევადგინოთ, კლინიკა „ენმედიცში“ ვატარებთ ინტოლერანტობის ტესტს, რითიც ვიკვლევთ კონკრეტული პაციენტის მგრძნობელობას თითოეული საკვები პროდუქტის მიმართ. არიან ადამიანები, რომელთაც გარკვეული საკვები პროდუქტების მიმართ აუტანლობა აქვთ, რასაც საკვებისადმი ინტოლერანტობა ანუ საკვებისადმი აუტანლობა ეწოდება. სწორედ ასეთი შემთხვევები რაციონის სწორად შერჩევას საჭიროებს და ინტოლერანტობის გამომწვევი საკვები პროდუქტების რაციონიდან ამოღებას, რის შედეგადაც პაციენტი წონაში იკლებს და სასურველი შედეგი მიიღწევა._ წონის მატებას იწვევს მხოლოდ ის საკვები პროდუქტები, რომელთა მიმართაც ადამიანს ინტოლერანტობა ანუ აუტანლობა აღენიშნება. ინტოლერანტობა შეიძლება გამოხატული იყოს ნებისმიერი საკვები პროდუქტის მიმართ. ყველაზე ხშირია ინტოლერანტობა რძის მიმართ. საკვებისადმი ინტოლერანტობის დროს ერთ-ერთი ჩივილი წონის მატება და წონის კლების გაძნელებაა.დიახ, არის შემთხვევები, როცა საკვებისადმი ინტოლერანტობა გამოხატულია რამდენიმე პროდუქტის მიმართ. რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების მიმართ ორგანიზმს აქვს აუტანლობა და მათი მიღება კონკრეტული პაციენტისთვის არ არის რეკომენდირებული",- განაცხადა თამარ ჩადუნელმა "ambebi.ge"-სთან.