დახურვა
სტილი
11.04.2022

11, 12 და 13 აპრილს მნიშვნელოვანი დღეებია, ასეთი მოვლენა 13 წელიწადში ერთხელ ხდება. იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა, ხვდება თევზების ზოდიაქოში ნეპტუნს. ასეთი შემთხვევა იშვიათია. ხვალ არის პიკი 18:44 წთ-ზე. ამიტომ, ილოცეთ, იოცნებეთ, გინდათ ჩამოწერეთ და გინდათ, ისე ჩაუთქვით. ეს არის დიდი ცვლილებების პერიოდი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა. 

ამ კვირაში, ასევე გვაქვს მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა - მერკური გონების მმართველი პლანეტა გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში, შესაბამისად ადამიანის ტვინი გახდება უფრო პრაგმატული და მოლაპარაკებები გახდება უფრო მარტივი. 

ასევე შაბათსაც არის მნიშვნელოვანი დღე, არის სავსემთვარეობა, ვერძის და სასწორის ღერძზე ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება. ძალიან ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი და აკონტროლეთ თქვენი ემოციები. 

ასევე ლილიტი, შავი მთვარის მაცდუნებელი ძალა, ტოვებს ტყუპების ზოდიაქოს და გადადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, 9 თვით, დაძაბულობა იქნება ოჯახში, სამშობლოში და ტრადიციებში. ამიტომ, ფრთხილად იყავით, 9 თვის განმავლობაში იყავით ამ საკითხების მიმართ ფრთხილად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×