დახურვა
სტილი
19.04.2022

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ვერძის, მთვარე კი ოპტიმისტი და ყოველთვის ხალისიანი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მოისმინეთ და გაითვალისწინეთ სხვათა აზრი. არ ღირს საკუთარი მიზნების ნებისმიერ ფასად მიღწევა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ. არაა გამორიცხული გაიგოთ საიდუმლო, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას ან სრულიად ახლებურად დაინახოთ ძველი ნაცნობები. პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ კატეგორიულობას, არ ღირს უსაფუძვლო ეჭვებითა და ზედმეტი მოთხოვნებით ურთიერთობის გაფუჭება. პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად, სასამართლო პროცესების გასამართად და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სპორტული ღონისძიებებისა და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება. ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისთვის, წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და იისფერი,  ასევე ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, ქარვა და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება. ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×