დახურვა
სტილი
24.05.2022

ვერძი

მატერიალური მდგომარეობა შეიძლება სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით გაგიუმჯობესდეთ. მარტოხელების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. ამასთან, პირველი-7 ივნისის შუალედში მოერიდეთ დაპირებების გაცემას. დაქორწინებულებმა არ იკამათოთ მეუღლესთან ფინანსური საკითხების გამო. უმჯობესია, მეტად მზრუნველები და მოსიყვარულეები გახდეთ ერთმანეთის მიმართ. 15-30 ივნისის შუალედში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გაესინჯეთ მკურნალ ექიმს. აკონტროლეთ წნევა, კუჭისა და გულის მუშაობა. თუ ოჯახში ასაკოვანი წევრები ჰყავთ, იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ იმუნიტეტის,

ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაიწყეთ ვარჯიში, იარეთ ფეხით.

კურო

მოიმატებს თქვენი შარმი და მიმზიდველობა; მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. მომავალ პარტნიორს მხოლოდ მატერიალური მდგომარეობით ნუ შეარჩევთ. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გაქვთ. 23 ივნისის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დაუთმეთ მეტი დრო ბინის კეთილმოწყობას. ზომიერება გამოიჩინეთ კვებისას. გირჩევთ, ზომიერად მიირთვათ ტკბილეული და ფქვილოვანი ნაწარმი. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. მეტი იმოძრავეთ, დილაობით ივარჯიშეთ. 14 ივნისის შემდეგ უნდა გათავისუფლდეთ იმ საქმისგან და ადამიანებისგან, რომლებიც მორალურად გფიტავთ. ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას იმ საქმეებზე, რასაც თქვენთვის სარგებელი არ მოაქვს.

ტყუპი

მოგინდებათ განმარტოება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანი გააბათ. ახალი რომანტიკული ნაცნობების მიმართ იყავით დაკვირვებული. დაწყვილებულებს მოგინდებათ მეტი დროის ერთად, შინ გატარება. ხშირად მოაწყვეთ ოჯახური წვეულებები. 23 ივნისის შემდეგ მეტად ორიენტირებული გახდებით გარეგნობაზე, უკეთესობისკენ შეგეცვლებათ პირადი ცხოვრება, მატერიალური მდგომარეობა. ენერგიული და პოზიტიური ხართ. კარგი იქნება, თუ გაიუმჯობესებთ ძილის რეჟიმს, მეტად ისეირნებთ ფეხით სუფთა ჰაერზე, ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრებით ქალაქგარეთ, პიკნიკზე. ზომიერად მიიღეთ მზის აბაზანები. თუ ვარჯიშს გადაწყვეტთ, დარბაზს ბუნება ამჯობინეთ.

კირჩხიბი

ახალ სასიყვარულო პარტნიორს შეიძლება შეხვდეთ მეგობრების წრეში ან მეგობართან გააბათ რომანი. გამორიცხული არაა, ინტერნეტნაცნობობა გადაიზარდოს რომანში. დაწყვილებულები გააქტიურდით, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. 23 ივნისის შემდეგ მარტოხელებს მოგინდებათ ფარული რომანის გაბმა, დაწყვილებულებს კი მშვიდ ადგილას განმარტოება. იყავით რომანტიკული. ხშირად გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი პაემნებით. ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, მოგინდებათ დაწინაურება, კარიერაში წინსვლა. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ იმუნიტეტს, გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. ამასთან, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, კარგია დილაობით ვარჯიში და ცურვა, მზის აბაზანები. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი.

ლომი

კარიერული საკითხებიც უნდა მოაგვაროთ და სასიყვარულოც. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ კოლეგასთან ან საყვარელი ადამიანის დახმარებით მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, წვეულებებს; ხშირად გამოჩნდით ერთად საზოგადოებაში. 23 ივნისის შემდეგ გახშირდება სიურპრიზები, მოულოდნელი შეხვედრები. მარტოხელების ცხოვრებაში გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები. ზოგიერთმა კი შეიძლება მეგობართან გააბათ რომანი. დაიწყეთ დილაობით ვარჯიში, ცურვა. ზომიერება გმართებთ კვებაში. თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, ფეხით იარეთ. თვის ბოლოს მოგინდებათ საზღვარგარეთ მოგზაურობა; უცხო ქვეყნის კულტურის, ტრადიციების შესწავლა.

ქალწული

ივნისი ნაცნობობის თვეა. თუ ვინმეს გაცნობა ან თქვენთვის საინტერესო ადამიანთან დაახლოება გსურდათ, გააქტიურდით. თვის დასაწყისში ზოგიერთმა შეიძლება კოლეგასთან გააბათ რომანი. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაეხმარეთ ნათესავებს. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი; ისიც სიყვარულით გიპასუხებთ. ამასთან, არ გირჩევთ წვრილმანებზე კამათს. 23 ივნისის შემდეგ მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. საინტერესო გახდებით მათთვის. თუ გაბუტული ხართ, შერიგდებით. მარტოხელებს მოგემატებათ იმ ადამიანთან დაწყვილების შანსი, ვინც თქვენთვის საინტერესოა. საკუთარ და საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. ამასთან, ეცადეთ, ზედმეტმა ზრუნვამ არ გაგირთულოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. დაიწყეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ვარჯიში, შემოქმედებითი იდეების განხორციელება.

სასწორი

ემოციების მომატებას იგრძნობთ, მოგინდებათ საყვარელი ადამიანის კონტროლი, გახშირდება ეჭვიანობა. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი თავი, გამონათქვამები, თუ უსიამოვნებები არ გსურთ. თქვენს მეუღლეს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. 23 ივნისიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ზოგიერთი საზღვარგარეთ გაემგზავრებით. გახშირდება ნაცნობობა უცხოელებთან ან რომანს გააბამთ საზღვარგარეთ ყოფნის დროს. ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. კარგი იქნება, თუ დილაობით საყვარელ ადამიანთან ერთად ივარჯიშებთ. ამასთან, მოერიდეთ მკვეთრ ქმედებებს, რათა ფიზიკურად არ დაზიანდეთ. კარგი იქნება მასაჟი, დიეტა. მიირთვით ჯანსაღი საკვები, ნატურალური ვიტამინები.

მორიელი

საუკეთესო თვეა სიყვარულისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით. გაიცანით ადამიანი, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენებთ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, წვეულებებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთანაც. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტთ. 23 ივნისიდან მოიმატებს ეჭვიანობა, ვნება, გამძაფრდება გრძნობები. იყავით დაკვირვებული, თუ მჭრელ, ბასრ საგნებთან გიწევთ მუშაობა; აგრეთვე - ცეცხლთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, ვარჯიშისას ფრთხილად იყავით, არაფერი დაიზიანოთ. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. თუ რამე გაწუხებთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან. განსაკუთრებით, თუ ჩივილები შეეხება საჭმლის მომნელებელ, სასუნთქ სისტემას. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლზე.

მშვილდოსანი

ივნისი ნაცნობობის თვეა. თუ ვინმეს გაცნობა ან თქვენთვის საინტერესო ადამიანთან დაახლოება გსურდათ, გააქტიურდით. თვის დასაწყისში ზოგიერთმა შეიძლება კოლეგასთან გააბათ რომანი. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაეხმარეთ ნათესავებს. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი, ისიც სიყვარულით გიპასუხებთ. ამასთან, არ გირჩევთ წვრილმანებზე კამათს. 23 ივნისის შემდეგ მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. საინტერესო გახდებით მათთვის. თუ გაბუტული ხართ, შერიგდებით. მარტოხელებს მოგემატებათ იმ ადამიანთან დაწყვილების შანსი, ვინც თქვენთვის საინტერესოა. საკუთარ და საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. ამასთან, ეცადეთ, ზედმეტმა ზრუნვამ არ გაგირთულოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. დაიწყეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ვარჯიში, შემოქმედებითი იდეების განხორციელება.

თხის რქა

მოიმატებს რომანტიკული განწყობა. დაწყვილებულების ცხოვრებაში დათბება. მოგინდებათ მეტი დროის ერთად გატარება, საყვარელი ადამიანის სიურპრიზებით განებივრება, მისთვის საკუთარი გრძნობების გამხელა. ერთად დაგეგმეთ ოჯახის ბიუჯეტი, შვებულება. თავისუფალი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. მარტოხელებმა მოიცალეთ ფლირტისთვის, რომანის დაწყებისთვის. 23 ივნისის შემდეგ მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთმა შეიძლება კოლეგასთან გააბათ რომანი. ყოველდღიურობაში დანერგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოერიდეთ ექსტრიმს, არ გადატვირთოთ ორგანიზმი. საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისაგან გასათავისუფლებლად. მიიღეთ ნატურალური ვიტამინები, დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით. რეგულარულად ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებსაც აიყოლიებთ.

მერწყული

ივნისში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის იქნება ოჯახი, საყვარელი ადამიანი და შვილები. მოგინდებათ ბინაში ავეჯის გადაადგილება, დიზაინის შეცვლა, რემონტი. ფული შეიძლება ან ნათესავებისგან მიიღოთ, ან კრედიტი აიღოთ. დაწყვილებულების ცხოვრებაში ყველაზე რომანტიკული პერიოდი დგება. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო გარემოში. 23 ივნისის შემდეგ მოიცალეთ რომანტიკული შეხვედრებისთვის, პაემნებისთვის. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზები, გაანებივრეთ საჩუქრებით. ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოთ შვილებს. იმუნიტეტიც და მადაც მშვენიერი გაქვთ, ენერგიულიც ხართ. მდგომარეობა რომ არ გაირთულოთ, აკონტროლეთ წნევა, გაესინჯეთ ენდოკრინოლოგს. კარგი იქნება, თუ დილაობით ივარჯიშებთ. ცურვა, ველოსიპედიც კარგია, მაგრამ არ გადააჭარბოთ სიჩქარეს. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები

გახშირდება შეხვედრები, იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან და არც რომანტიკული ნაცნობობის გაბმა გაგიჭირდებათ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ; საბედოს შეიძლება მშობლიურ გარემოში, ნათესავების დახმარებით შეხვდეთ. თუ არსებულ სასიყვარულო კავშირში კონფლიქტი წარმოიშვა, დიპლომატიურად და მშვიდად გაერკვიეთ რთულ საკითხებში. ხშირად შეკრიბეთ ოჯახურ წვეულებებზე მეგობრები, ოჯახის წევრები. 23 ივნისის შემდეგ მეტად მოგინდებათ შინ, ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა. ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. დაუთმეთ დრო სარემონტო საკითხების მოგვარებასაც. ქრონიკული დაავადებები რომ არ გაგირთულდეთ, დროულად ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. გაესინჯეთ მკურნალ ექიმს; ჩააბარეთ ანალიზები. კარგი იქნება, თუ ასაკით უფროს ნათესავებსაც წაიყვანთ გამოკვლევებზე. არ გირჩევთ მკაცრი დიეტის დაცვას, მაგრამ ნურც ბევრ ტკბილეულს შეჭამთ. გაუფრთხილდით ყელს, მოერიდეთ ცივი საკვების, სასმლის მიღებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×