დახურვა
სტილი
04.06.2022

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 7-16 ივნისის მოვლენაზე წერს.

„ვენერა-ურანის შეერთება სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს მოიტანს (7-16 ივნისი) 7-16 ივნისის შუალედში ვენერა შეუერთდება ურანს. ეს შეერთება იქნება კუროს ზოდიაქოს მე-12-22 გრადუსებში (პიკი: 12 ივნისი) და სასიყვარულო სფეროში, პირად ცხოვრებაში გარკვეულ განახლებას მოიტანს. თუმცა ამავე სფეროში ასევე მოიმატებს მოვლენების მოულოდნელი შემოტრიალების „საერთოდ, სხვა" კუთხით განვითარების ალბათობაც. ეს შეერთება ხშირად მიანიშნებს „ერთი ნახვით" შეყვარებაზე და ამ კუთხით მოულოდნელ გადაწყვეტილებებზეც. ურანი - ეს არის მოვლენების მოულოდნელი განვითარება. ამიტომ სიტუაცია შესაძლოა რთულად პროგნოზირებადიც გახდეს.ეს სასიკეთო პერიოდია პირად ცხოვრებაში „რაღაცის" შეცვლისთვის, პარტნიორისთვის სიურპრიზების მოწყობისთვის, ძველ ურთიერთობაში ახალი და განსხვავებული იმპულსების შეტანისთვის ან საერთოდ, ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის. ეს შეერთება განსაკუთრებით რეზონანსული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს, ლომის, ქალწულის, მორიელის, თხის რქის და მერწყულის ზოდიაქოს მე-17 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული", - წერს რამაზ გიგაური.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×