დახურვა
სტილი
22.06.2022

გააკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც საწინააღმდეგოს გირჩევთ. ამან არ უნდა შეგაჩეროთ.

2022 წლის 21 ივნისიდან 26 ივნისამდე ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ბევრი სიახლე ელის, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებზე დაყრდნობით უნდა გაიაზრონ.

კურო

გილოცავთ, ძვირფასო კურო, ამ კვირაში თქვენს ზოდიაქოს ნიშანს მართავს სიყვარულის ქალღმერთი ვენერა. ყურადღება გამახვილებულია ჰარმონიაზე, სილამაზესა და უამრავ სიხარულზე. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავს და ისიამოვნეთ ყოველი წამით. ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს სამუშაო პასუხისმგებლობებით. ჩვენი რეკომენდაციაა, გაუკეთოთ საკუთარ 

თავს ძვირად ღირებული საჩუქრები.

ლომი

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ამ კვირაში თავი მაქსიმალურად უნდა გამოიჩინონ. გერმანელი ასტროლოგების აზრით, ახლობლებთან რთული შეტაკება გელით - იქნება ეს საკუთარი ინტერესების დაცვა თუ ღია დაპირისპირება კარიერულ და სასიყვარულო ფრონტზე. კონკრეტულ მომენტში მსგავსი სიტუაციები არასასიამოვნო იქნება, თუმცა თქვენს ცხოვრებას აუცილებლად შეცვლის უკეთესობისაკენ.

მორიელი

დაასრულეთ მოსაწყენი რუტინა. ამ კვირაში მორიელები ახალ გამოწვევებს ეძებენ და გზას უხსნიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. თქვენი ინტუიცია მძაფრდება და თქვენ შეგიძლიათ სწორი ინტერპრეტაცია მისცეთ თქვენ გარშემო არსებულ ფარულ მინიშნებებს. დაეყრდენით თანამშრომლებსა და მეგობრებს და ეცადეთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×