დახურვა
სტილი
06.08.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, აგვისტოს თვეს ზოგადად საკრალური დატვირთვა აქვს, თუმცა ამ თვეში კონკრეტულ რიცხვებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. ასტროლოგი ამ მხრივ 8 აგვისტოს გამოარჩევს.

მისი თქმით, სწორედ ამ რიცხვიდანაა შესაძლებელი ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ უკეთესობისკენ.

„სირიუსი - ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, რომელსაც სიცოცხლის მნათობს უწოდებენ, ის არის მზეზე 2-ჯერ დიდი და მასზე 22-ჯერ უფრო მეტად ანათებს, ამიტომ 8 აგვისტოდან დედამიწაზე წამოვა არნახული სინათლე, სიკაშაკაშის საოცარი პერიოდი დაგება, შანსი გექნებათ თქვენს ბედ-იღბალში შეიტანოთ ცვლილება, ამასთან კოსმოსი ადამიანებს მისცემს სხვადასხვა სფეროში განვითარების საშუალებას. ამ დღეს კარგია ლოცვა, სურვილების ჩათქმა, პოზიტიური აზროვნება და დადებითზე ორიენტირება", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×