დახურვა
სტილი
23.12.2022

ახალი წლის წინა ღამე ყველასთვის განსაკუთრებულია. საახალწლო სამზადისი და 12 საათამდე წამების თვლა ერთგვარ ტრადიციად იქცა.

განათებული ნაძვის ხე, გემრიელი სუფრა და ჟრიამული მისი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ხალხური ტრადიციების თანახმად ზოგი საქციელი ტაბუდადებულია მათთვის, ვინც კეთილდღეობისა და იღბლის მოზიდვას ცდილობს.

არ მოაძროთ ან დააკეროთ ღილები - ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ წლის ბოლო დღეს ღილების დაკერება დაუშვებელია - თუ ამას გააკეთებთ, მთელი მომავალი 12 თვის განმავლობაში ძველ პრობლემებსა და შეცდომებზე ფიქრი დაგტანჯავთ.

არ წაიღოთ ფეხსაცმელი შესაკეთებლად - ითვლება, რომ ამის გამო მომავალ წელს ახალ ტანსაცმელს ვერ იყიდით .

31 დეკემბრიდან 19 იანვრამდე ფულის სესხება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მომავალი წელი სერიოზული ფინანსური სირთულეები გელოდებათ.

ნუ მიირთმევთ კიბორჩხალას სადღესასწაულო სუფრაზე: მოერიდეთ ზღვის იმ პროდუქტებს, რომლებიც უკუღმა დაცურავენ, ეს კარიერაში პრობლემებს მოასწავებს- შეიძლება დაგაქვეითონ ან სულაც სამსახურიდან გაგიშვან.

არ გადაყაროთ ძველი ნივთები - იღბალს შეუძლია მათთან ერთად დატოვოს სახლი. ნაგვის მოშორება მიზანშეწონილია ადრე - 30 დეკემბერს, ან დღესასწაულის შემდეგ - 2 იანვარს.

არ დაალაგოთ სახლი ახალი წლის ღამეს, უმჯობესია თუ ამას წინა დღით გააკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბედნიერება თქვენი ოჯახიდან ნაგავთან ერთად გავა.

თუ გინდა გამდიდრდე, ჯიბეები და საფულე ცარიელი არ დატოვო. ამისთვის კუპიურები ან მონეტებიც საკმარისი იქნება.

თუ მიზეზი სპაში წასასვლელ მიზეზს ეძებდით, მაშინ გაგიმართლათ - ითვლება, რომ აბაზანა და საუნა ხელს უწყობს ყველა უსიამოვნებისა და უარყოფითი ენერგიის მოცილებას.

და ბოლოს, 1 იანვარს დიდხანს არ დაიძინოთ. ითვლება, რომ რაც უფრო ადრე გაიღვიძებს ადამიანი ახალ წელს, მით უფრო ბედნიერი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×