დახურვა
სტილი
23.02.2023

სარკისებურ თარიღებს განსაკუთრებული ძალა და მნიშვნელობა აქვს და ითვლება, რომ 2023 წლის 23 თებერვალიც, ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია. ნუმეროლოგების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ დღეს შესაძლებლობები სწორად გამოვიყენოთ.

სპეციალისტების თქმით, 2023 წლის 23 თებერვალი წლის ყველაზე ენერგიული და ძლიერი დღეა. 23.02.2023 სარკისებური თარიღია და განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ამ დღეს ძალიან კარგია ახალი პროექტის წამოწყება, ან განახლებული საქმის დაგეგმვა. ითვლება რომ ის საქმე, რასაც 23 თებერვალს დაიწყებთ, მოგებისა და წარმატების თვალსაზრისით გაორმაგდება და გაცილებით მეტ სიხარულსა და იღბალს მოგიტანთ. 

23 თებერვალს თითქმის ყველა კომერციული ტრანზაქცია დიდი წარმატებით განხორციელდება. ამიტომ, ეს შანსი არ გამოტოვოთ, თუ დიდი ხანია, მნიშვნელოვანი შესყიდვის გაკეთება, სესხის დაფარვა, ან გამოტანა გსურთ.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კი ადამიანებს 23 თებერვლის შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, რომ ამ დღეს

სურვილი ჩაიფიქრონ.

„მნიშვნელოვანი დღე არის ხუთშაბათი, 23 თებერვალი. ციფრების ნუმეროლოგიური, სარკისებრი მდებარეობაა, ეს ნიშნავს, რომ კოსმიურ პორტალი იხსნება. ილოცეთ და დადებითი რამე ჩაუთქვით. იქიდან, რასაც ჩაუთქვამთ, შეიძლება ძალიან ბევრი რამ ახდეს. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში არის გეომაგნიტური დღეებიც - ოთხშაბათს და კვირას. წნევას

მიაქციეთ ყურადღება, მით უმეტეს, ამინდი ცვალებადია და შესაბამისი ზომები მიიღეთ“, - ამბობს ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×