დახურვა
სტილი
23.02.2023

„19 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლამდე გასტანს აზროვნების, ინფორმაციის, კომუნიკაციის პლანეტა - მერკურისა და ენერგიის, საქმიანობის, ბრძოლის პლანეტა - მარსის მეტად სასიკეთო კავშირი (ტრინი, 120 გრადუსიანი ასპექტი). 22-23 თებერვალი ამ ასპექტის პიკია. 19-26 თებერვლის პერიოდში შესაძლებელი იქნება აქტიურობის, ძალისხმევისა და ინიციატივის გამოვლენის შედეგად ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან, მოლაპარაკებებთან,. ურთიერთობებთან (განსაკუთრებით საქმიანი) დაკავშირებით წარმატებებს მიაღწიოთ. ეს კარგი დროა საქმიანი მიმოწერისთვის, სატელეფონო ზარებისთვის, შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვის (მით უმეტეს, რომ მერკურიც და მარსიც ჰაერის სტიქიის ნიშნებში მოძრაობენ, შესაბამისად, მერწყულში და ტყუპში). ერთადერთი, ყურადღების გამოჩენა გმართებთ ე. წ. „უკურსო მთვარის" პერიოდებში: (თბილისის დროით). ამ ასპექტის დარჩენილ პერიოდში (23-26 თებერვალი) მთვარე ვერძის და კუროს ზოდიაქოში იმოძრავებს, რაც კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი იქნება ინფორმაციასთან და ურთიერთობებან დაკავშირებით დადებითი ცვლილებების განხორციელების კუთხით. განსაკუთრებით წარმატებული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკურსა და მარსს შორის შეერთება, სექსტილი ან ტრინი აქვთ", - წერს რამაზ გიგაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×