დახურვა
სტილი
27.02.2023

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა" მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დღეს, ხვალ, პარასკევს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, რაც უფროსი თაობისთვის შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

გარდა ამისა, მიხეილ ცაგარელმა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე ისაუბრა და განიხილა, თუ ვის როგორი კვირა ელოდება.

ვერძი - იწყება რთული პერიოდი, ენერგოტონუსი ეცემა. შესაძლოა მარტივად გაცივდეთ და ადვილად გადაიღალოთ. მცირდება ურთიერთგაგება, არავითარი სარისკო მოქმედებები, უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. არ გათქვათ ინფორმაცია წინასწარ.

კურო - ენერგოტონუსი გემატებათ, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხდებით. შეიძლება ახალ ბინაში გადახვიდეთ. პერსპექტივები ნამდვილად გაქვთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ცოტა ყაირათიანად დახარჯეთ.

ტყუპები - ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ხართ. გაქვთ საინტერესო იდეების განხორციელების შესაძლებლობა. ახალი პარტნიორული ურთიერთობებიც იქნება ეფექტური. თქვენი ინფორმაციული ველი იზრდება და კარიერული წინსვლის პერსპექტივები მატულობს.

კირჩხიბი - თქვენი დროა. ენერგოტონუსი ნელ-ნელა იმატებს, ხდებით აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი და ა.შ. ეს პერიოდი ხელს უწყობს მგზავრობას, მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტებს, გირჩევდით, რომ უფრო მეტი დრო გაატაროთ უცხოეთში. წარმატება მოდის უცხოეთიდან, დაახლოებით, 20 მარტამდე.

ლომი - ცოტა სიფრთხილე გჭირდებათ. შესაძლოა ძველი ვალების გასტუმრება დაგჭირდეთ, ალბათობა მოტყუებისა და არასწორი ინფორმაციის მიღებისა მაღალია. ძალიან ბევრ ადამიანზე დამოკიდებულება შეგეცვლებათ. ენერგოტონუსი იკლებს. არ ენდოთ ადვილად არავის, გადაამოწმეთ.

ქალწული - ენერგოტონუსი მაღალია და ჯანმრთელობაც მდგრადი. ხდებით შრომისუნარიანი, მომთმენი და აქტიური. საუკეთესო პერიოდი გაქვთ პარტნიორული ურთიერთობისთვის. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი და ჯიუტი, რაც დაძაბავს ურთიერთობებს. შესაძლოა ამ კვირამ ფინანსური დივიდენდებიც მოგიტანოთ.

სასწორი - ენერგოტონუსი ცოტა შემცირებულია, თუმცა წარმატების ფაქტორი საკმაოდ მაღალია. შესაძლოა უცებ აღმოჩნდეთ შეყვარებულის პოზიციაში. შეიძლება ჩამოაყალიბოთ რომანტიკული ურთიერთობები ან ქორწინების წინაშე დადგეთ.

მორიელი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ჯანმრთელობის მდგრადობა ხელს გიწყობთ იყოთ აქტიური და ენერგიული, მაგრამ ახლა გიჩნდებათ სურვილი, რომ სხვას დაეხმაროთ. ეს ხშირად არ ხდება. ეს შანსს გაძლევთ აიმაღლოთ ავტორიტეტი და ჩაერთოთ საქველმოქმედო აქციებში. თქვენი ინტუიცია გაძლევთ საშუალებას სწორი ნაბიჯები გადადგათ.

მშვილდოსანი - გაქვთ რომანტიკული განწყობა. გინდათ კარგი ურთიერთობების დამყარება. შეიძლება სახლში კოსმეტიკური რემონტი გააკეთოთ.

თხის რქა - პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომ შეიძლება ფინანსურად გაძლიერდეთ. გაიცნობთ ახალ ადამიანებს, მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. იზრდება თქვენი ამბიცია და ლტოლვა ძალაუფლების მიმართ.

მერწყული - ენერგოტონუსი მცირდება, არავითარი გრანდიოზული საქმეები. ურთიერთგაგება ადამიანებთან იმატებს, ძველი საქმეებიდან მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს. წარმატების შანსი უდავოდ გაქვთ, ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ უნდა დაასვენოთ თქვენი ნერვული სისტემა.

თევზები - ყველაზე იღბლიანი, წარმატებული, აქტიური და შარმიანი ხდებით. თქვენი დროა საქმეში და პირად ურთიერთობებში. ყველაფერი ზე მაღალ დონეზე გაქვთ, არ გაქვთ ზარმაცობის დრო. ინტუიცია ზე მძაფრი ხდება, რომელიც ზუსტად გეუბნებათ რა გააკეთოთ. იაქტიურეთ, თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია 20 რიცხვამდე. სამყარო გაძლევთ საშუალებას, რომ მიაღწიოთ ყველაზე დიდ წარმატებას წლის განმავლობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×