დახურვა
სტილი
31.03.2023

მთვარის კალენდრის მიხედვით, ასტროლოგები 2023 წლის აპრილის თვის ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ თარიღებს ასახელებენ, როცა გამართლებისა და ახალი შესაძლებლობების გაცილებით მეტი შანსი არსებობს:

1-5 აპრილი - მზარდი მთვარის ფაზა ეს ახალი ბიზნესის დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. თავისუფლად დაგეგმეთ შეხვედრები ამ დღეებში, მიუბრუნდით იმ საქმეებს, რომლებიც გერთულებოდათ და ვერ ასრულებდით, რადგანაც დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან დალაპარაკება, გარკვეული საკითხების მოგვარება გსურთ, ეს შესანიშნავი პერიოდია, რადგანაც კომუნიკაცია ბევრად უფრო მარტივია. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, თუ მზარდი მთვარის ფაზაში ადამიანს გაიცნობთ და ურთიერთობას დაიწყებთ, უფრო დიდი შანსია, რომ მყარ და რომანტიკულ კავშირად იქცეს. ახლა დროა, ყველაზე კრეატიული და უჩვეულო იდეები განახორციელოთ. აღნიშნულ დღეებში წარმატების მიღწევის ყველა შანსი გაქვთ.

6 აპრილი - სავსე მთვარე შეეცადეთ, ეს დღე სახლში გაატაროთ და ოჯახსა და მეგობრებს ყურადღება მიაქციოთ. კარგია პარკში გასეირნება, ბუნებაში გასვლა და ემოციურად დასვენება. უმჯობესია, თუ ამ დღეს დიდხნიან მოგზაურობას არ წამოიწყებთ, ან სამსახურის შეცვლას არ გადაწყვეტთ, რადგანაც ემოციური ფონი საკმაოდ მომატებულია და შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ასევე, ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში. სავსე მთვარის პერიოდში ადამიანები, როგორც წესი, უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან, ამიტომაც ეს დღე დასვენებას, საკუთარ თავზე დაკვირვებას დაუთმეთ და დრო მშვიდად გაატარეთ.

7-19 აპრილი - კლებადი მთვარის ფაზა კლებადი მთვარის ფაზა პარასკევს დაიწყება: ამ დღეს კარგი იქნება, დაფიქრდეთ, რას გააკეთებთ შაბათ-კვირას. მოინახულეთ საინტერესო ადგილები, გაისეირნეთ ბუნებაში, შეხვდით მეგობრებს და დადებითი ემოციებით დაიმუხტეთ. ეს პერიოდი სამომავლო გეგმების შესადგენად შესანიშნავი დროა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს იდეებს. შესაძლოა, მათ შორის იყოს ისეთი საქმე, რაც დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ.

20 აპრილი - ახალი მთვარე არ გამოტოვოთ ეს დღე: ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებისთვის, საკუთარი თავის გაძლიერებისთვის, შთაგონებისა და მოტივაციის პოვნისთვის. უყურეთ საგანმანათლებლო ვიდეოებს, გაეცანით ახალ ინფორმაციას და თვითშემეცნება დაიწყეთ. ასევე, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, შეხვდით საყვარელ ადამიანს, შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყოს და მნიშვნელოვანი ცვლილების წინაშე დადგეთ.

21 - 30 აპრილი - მზარდი მთვარის ფაზაეს არის პერიოდი, როდესაც ძალის, მოტივაციის, შემართების მატებას ვიგრძნობთ და შეგვიძლია ისეთი საქმეების გაკეთება, რაც, ერთი შეხედვით, რთულად გვეჩვენებოდა, ან მოტივაცია არ გვყოფნიდა, რომ გაგვეკეთებინა. მზარდი მთვარის ფაზა საუკეთესო პერიოდია, რომ ახალი პროექტები, საქმეები დაიწყოთ და საკუთარი თავიც განავითაროთ. თქვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და წარმატებასაც ნახავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×