დახურვა
სტილი
04.04.2023

წელს ფინანსების თვალსაზრისით ფულის რაციონალურად გამოყენების პერიოდი იქნება. ძალზე ხელსაყრელი დროა ბიზნესის დასაწყებად სოფლის მეურნეობის, მშენებლობის სფეროებში, ასევე სხვა მიმართულებებით, რომლებიც ხარისხიანი და სასარგებლო პროდუქციის წარმოებას მოიაზრებს.

ვერძი

ძალზე მნიშვნელოვანი წელი გელოდებათ. შეძლებთ თქვენი ადგილის პოვნას ამ სამყაროში. გაჩნდება არაერთი შესაძლებლობა და პერსპექტიული წინადადება პროფესიულ სფეროში. თქვენი აქტიურობა და საკუთარი თავის ჩვენების მცდელობები ჯილდოს გარეშე არ ჩაივლის. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, თუ გინდათ სამუშაოს პოვნა ან საქმიანი პარტნიორების მოძებნა უცხოეთში.

კურო

წლის დასაწყისში შესაძლებელია გარკვეული სირთულეები, უარი პარტნიორობაზე ან დასაქმებაზე, სხვადასხვა დაბრკოლებები ფინანსურ საკითხებში. მაისის შუა რიცხვებიდან წლის ბოლომდე იღბლიანობა არ მოგაკლდებათ. მოსალოდნელია კარიერული ზრდა, ხელფასის მომატება. ბიზნესი განვითარდება და კარგ მოგებას მოგიტანთ.

ტყუპი

გამოიყენეთ ბუნებისგან ბოძებული ვაჭრობისა და კომუნიკაციების უნარები. დაიწყეთ მცირედით და 2023 წლის შემოდგომისთვის უკვე მიიღებთ დამაკმაყოფილებელ შედეგს. წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად იტრიალებთ ადამიანებს შორის, მიიღებთ მონაწილეობას გუნდურ პროექტებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

კირჩხიბი

წლის განმავლობაში თანდათანობით გაიღვიძებს თქვენი შემოქმედებითი უნარები, გაიხსნება ხელსაყრელი შესაძლებლობები გაფართოებისა და განვითარებისთვის. ჰარმონიულად განაწილდება დატვირთვა სამუშაოზე და ვალდებულებები სხვა ადამიანების მიმართ. დრო ყველაფრისთვის გეყოფათ და სასურველს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მიაღწევთ. 2023 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე შეძლებთ საიმედო მატერიალური „ზურგის" უზრუნველყოფას.

ლომი

მარტიდან თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გახსნისთვის ახალ გზებს დაინახავთ. პროფესიულ სფეროში საქმეები წარმატებით განვითარდება, გარე შეზღუდვები მოიხსნება, დაბრკოლებები შემცირდება. თანამოაზრეების შთაგონებით შეძლებთ მასშტაბური პროექტების ორგანიზებას. ეს პოპულარობის მოხვეჭასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

წლის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული გელოდებათ, თუმცა, აღიჭურვეთ მოთმინებით, რომ შეინარჩუნოთ ფსიქიკური და მატერიალური რესურსები. იღბალი ზაფხულში გეწვევათ და ოპტიმისტური განწყობით შეუდგებით საქმეებს, რომლებსაც წარმატებით დააგვირგვინებთ. წლის ბოლოსთვის გქონდეთ კარგი შემოსავლებისა და ვალების დაბრუნების იმედი.

სასწორი

სასურველი მატერიალური დონის მისაღწევად 2023 წელს დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას, ცოდნას, ამიტომ არ შეწყვიტოთ სწავლა, ჰორიზონტის გაფართოება. გაუზიარეთ დაგროვებული გამოცდილება სხვებს, იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში - ეს პოპულარობის მოხვეჭასა და მცოდნე ადამიანის ავტორიტეტის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

წლის განმავლობაში ფინანსურ სირთულეებთან ბრძოლა და მწვავე პროფესიული პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისა და პროექტებისთვის წლის დასაწყისში გააკეთოთ, რათა პლანეტების გავლენა 2023 წელს მეტად ეფექტურად გამოიყენოთ. რეკომენდებულია საქმიანი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან - ეს უფრო წარმატებული იქნება და თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს.

მშვილდოსანი

წლის პირველი ნახევარი ხელსაყრელია კარიერის, ბიზნესის გაფართოებისა და საკუთარი პროექტების ორგანიზებისთვის. წარმატებული იქნება საქმიანი კავშირები უცხოელ პარტნიორებთან. დრო დასვენებისთვის, პრაქტიკულად, არ გექნებათ, რადგან აუცილებელი გახდება მუხლჩაუხრელი მუშაობა და ფულის გამომუშავება. კარგი წელია პროფესიულ სფეროში განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებისთვის.

თხის რქა

ხელსაყრელი წელი გელოდებათ. კარიერული ზრდისთვის გარემოება საუკეთესოდ აეწყობა. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მიაღწევთ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას, გაგიჩნდებათ რესურსები და შესაძლებლობები ახალი სოციალური მწვერვალების დასაპყრობად. წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საქმიანობის სფეროს შეცვლის აუცილებლობა დადგეს.

მერწყული

დადგენილი ნორმების ფარგლებს გარეთ გასვლისკენ სწრაფვა, უსაზღვრო ოპტიმიზმი და სამყაროს შეცნობის უდიდესი სურვილი სხვადასხვა ავანტიურისკენ გიბიძგებთ. აჩვენებთ და წარმოადგენთ უამრავ მასშტაბურ ჩანაფიქრს, პროგრესულ იდეასა და ორიგინალურ წამოწყებას. თუმცა, ყველა მიმართულებით „გახლეჩა" არ ივარგებს. იმუშავეთ საკუთარ შეცდომებზე, გამოიტანეთ დასკვნები 2022 წელს მომხდარის საფუძველზე.

თევზები

2023 წელი თანხების კუთხით უფრო წარმატებული იქნება დროებითი სამსახურისა და გარემოებების იღბლიანი დამთხვევების მხრივ. წლის დასაწყისში დიდია ფინანსური ხარჯების რისკი. საიდუმლოდ შეინახეთ ინფორმაცია თქვენი სახსრების შესახებ, უცხო ადამიანებს ნუ უამბობთ საკუთარი გეგმების შესახებ. 2023 წლის მეორე ნახევარში არის შანსი, რომ „ბედნიერი ბილეთი" გერგოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×