დახურვა
სტილი
19.04.2023

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი აცხადენს, რომ 20 აპრილის მზის დაბნელება და ახალმთვაროება იქნება, ამიტომ აუცილებელია, საზოგადოება ფრთხილად იყოს.

„შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 5 მაისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა.

ამიტომ მეტი სიფრთხილითა და სიმშვიდით უნდა გავიაროთ ეს დაბნელების დერეფანი.

ეს კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება. ეცადეთ, მშვიდად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით გადაატაროთ. გაერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, გაღიზიანებულ სიტუაციებს. საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია. ყველას უსურვეთ ბედნიერება.

21 აპრილს დაიწყება მერკური რეტროგრადულობა (3 კვირა გაგრძელდება) ამიტომ გაჭირდება ადამიანებს შორის გაგება, ნუ შეიძენთ ტექნიკას, მაგრამ კარგია შესაკეთებლად", - აცხადებს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×