დახურვა
სტილი
21.04.2023

დასახელდა ზოდიქოს რამდენიმე ნიშანი, რომლებსაც მაისში განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ:

ტყუპი

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მაისის თვეში ყველა თავდადებისთვის, შრომისა და ღირსეულად შესრულებული რთული საქმეებისათვის მნიშვნელოვან ჯილდოს, აღიარებასა და დაფასებას მიიღებენ. თქვენს ცხოვრებაში ბევრად უფრო მშვიდი და სტაბილური პერიოდი დაიწყება და არც ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და შეძლებთ, დაწყებული, მაგრამ შუა გზაზე გაჩერებული საქმეები საბოლოოდ დაასრულოთ.

კურო

სურვილების ასრულება იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონიათ. შესაძლოა, ახლა ფიქრობთ, რომ მოტივაცია აღარ გყოფნით, დაიღალეთ და თქვენი ყოველდღიურობაც რუტინულ საქმეს დაემსგავსა, მაგრამ როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვარსკვლავებს მაისში თქვენთვის ნამდვილი სიურპრიზი და თავგადასავალი აქვთ მომზადებული. წინ ბევრი მრავალფეროვანი დღე, დასვენება და კარგი შეთავაზება გელით, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.

თევზები

მაისის თვე თევზებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. საბოლოოდ გაიგებთ იმ ამბებსა და შედეგებს, რასაც დიდი ხნის განმავლობაში არკვევდით და ელოდებოდით. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად თქვენი პოზიცია შეიცვალოს, დაგაწინაურონ, შემოსავალო გაგეზარდოთ, დამსახურებული ჯილდო და აღიარება მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასტროლოგების თქმით, წინ წარმატებული პერიოდი გელით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×