დახურვა
სტილი
27.04.2023

გაზაფხულზე ორი დაბნელება გვაქვს - როგორი იქნება დაბნელება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს მოვლენა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს.

„როგორც იცით, ამ გაზაფხულზე 2 დაბნელება გვაქვს. პირველი უკვე იყო( 20 აპრილს), მეორე კი 5 მაისს იქნება.ამ ორ დაბნელებას შორის შუა წერტილი უწევს 28 აპრილს.

ასტროლოგებში არსებობს მოსაზრება, რომ იმ დღეს, საქმეები შესაძლოა განვითარდნენ სრულიად წარმოუდგენელი სცენარით. ყველაფერი ქაოტურად, არეულ - დარეულად და დაგეგმილის საპირისპიროდ ვითარდება...

თუმცა არიან ისეთებიც ვინც ამბობს, რომ პირიქით, სწორედ დაბნელების დერეფნის შუა წერტილზე ჩვენს ცხოვრებაში რაღაც სიტუაციის სასარგებლოდ შემოტრიალების შანსები იზრდება. ამ დროს ხდება ბევრი ბედნიერი შემთხვევა. ამიტომ ამ დღეებში კარგია აბსოლუტურად უიმედო საქმის დაწყება. სწორედ ასეთ თემებში გვიმართლებს. ასეა თუ ისეა, ორივე ვერსიის მომხრეები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ დღეს მომხდარ ამბებს მომდევნო დაბნელებების სეზონამდე ექნებათ გავლენა.

განსაკუთრებით რეაგირებენ ამ დღეებზე ის ადამიანები, ვინც თვითონ დაიბადნენ დაბნელებებზე ან დაბნელებთაშორის შუა წერტილის თარიღებზე.მე ყველას მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებს და წარმატებებს გისურვებთ.პ. ს. საინტერესოა როგორ შეატრიალებს ეს შუაწერტილი უკრაინის ამბებს, განსაკუთრებით იმ დამთხვევის გამოც, რომ ახლა სატურნი თევზების მე-6 გრადუსს გადის. ანუ სწორედ იმ გრადუსს, რომელზედაც იდგა მზე შარშან რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დროს...", - წერს ხათუნა ნოელი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×