დახურვა
სტილი
01.05.2023

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ერთ-ერთი სერიოზული პერიოდია მაისის განმავლობაში, რადგან კოსმოსში მიმდინარე პროცესები სერიოზულ გავლენას მოახდენს ადამიანებზე. ასტროლოგი ყველა ნიშანს აძლევს რჩევას, ზოგს თავშეკავებას ურჩევს, ზოგს კი ინიციატივის გამოჩენას. მაშ ასე:

ვერძი - ფრიად აქტიურია, მაგრამ ენერგოტონუსი ეცემა და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 5 მაისს, ამიტომ ვურჩევ ამ ნიშანს, რომ ამ კვირაში არავითარი ფინანსური ოპერაციები არ განახორციელოს. თუმცა სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ახალ საქმეებში ჩართვამ წარმატება მოუტანოს ამ ნიშანს.

კურო - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდება ეს ნიშანი. იღბალი მაღალი აქვთ და უნდა იაქტიურონ, რაც შეიძლება მეტი სფერო უნდა მოიცვან. ახლა გაქვთ შანსი მატერიალურადაც გაძლიერდეთ და წარმატებასაც მიაღწიოთ.

ტყუპები - თქვენი ემოციური არასტაბილურობა ამ კვირიდან უკვე იჩენს თავს, ნევროზულობა, მოუსვენრობა და ფორიაქი შეაწუხებს თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. ამიტომ გირჩევთ მეტად დაისვენოთ და თავი შეიკავოთ სულსწრაფი გადაწყვეტილებებისგან. გახსოვდეთ, ფარული მტრები თქვენს ზურგს უკან მოქმედებენ.

კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა კარგი გაქვთ და ფრიად წარმატებული ხდებით, სიახლეების დრო გაქვთ, მოსალოდნელი ახალი საქმის დაწყება და ბინის შეძენაც კი. წარმატების მომტანი სიახლეები გაქვთ წინ.

ლომი - ახლა თქვენი ენერგოტონუსი დაბალი, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ და დაიღალოთ, მაგრამ დასვენების დრო არ გექნება, რადგან ბევრი საქმე გელოდებათ წინ. ამიტომ დრო ზუსტად გადაანაწილეთ და საქმესაც და დასვენებასაც სათანადო დრო დაუთმეთ.

ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი ძალიან მაღალია, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა მდგრადია. წარმატებების მიღწევის შანსი მაღალი გაქვთ. ძალიან კარგია მგზავრობისა და მოგზაურობისათვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სასწორი - ახლა არც ისე რთული პერიოდი გაქვთ თუმცა ბევრი რამე დამოკიდებულია პარტნიორებზე. გაიარეთ იურიდიული კონსულტაცია და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებით.

მორიელი - თქვენ ახალა აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ახლა მნიშვნელოვანია პარტნიორის მხრიდან ხელშეწყობა, რადგან ეს წარმატებაზე გავლენას ახდენს. თქვენ კარგი ინტუიცია გაქვთ და ეს მოგცემთ საშუალებას რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

მშვილდოსანი - ახალა მოსალოდნელია სამსახურში ქაოსი და სირთულეები. მიუხედავად იმისა რომ კარიერული თვალსაზრისით წარმატების შანსი მაღალი გაქვთ, საკადრო ცვლილებებმა შესაძლოა დაგაბნიოთ, ამიტომ იმოქმედეთ ჭკვიანურად.

თხის რქა - საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ემოციურად მდგრადი და მიზანდასახული ხართ. ახლა სიახლეებისთვის მზად ხართ, ახალგაზრდა თაობის თხის რქები ამ პერიოდში სიყვარულს იპოვით. საუკეთესო დროა როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი ურთიერთობებისთვის.

მერწყული - ძალიან კარგი პერიოდია ნათესავებთან კონტაქტის და მათთან ურთიერთობისთვის. საოჯახო საქმეების მოგვარება და ოჯახთან კონტაქტი - აი, ახლა ამ მიმართულებით უნდა იაქტიუროთ.

თევზები - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, შარმი კი არნახული გაქვთ. საუკეთესო პერიოდი გაქვთ როგორც პირადი ურთიერთობებისთვის, ისე საქმიან სფეროში. გახსოვდეთ, თქვენი იღბლიანობა მომატებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×