დახურვა
სტილი
10.05.2023

16 მაისს პლანეტა იუპიტერი კუროს ნიშანში შევა. ეს კი მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენად ითვლება და სპეციალისტების თქმით, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბევრ ცვლილებასა და გარდაქმნას გამოიწვევს. პლანეტა იუპიტერი აღნიშნულ ნიშანში 2023 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით დარჩება.

ეს კომბინაცია განსაკუთრებით ფინანსურ, მატერიალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ახდენს გავლენას. ამავდროულად, კურო არის ნიშანი, რომელიც სწორედ ფინანსურ სფეროს განაგებს. ასტროლოგიაში იუპიტერი სოციალიზაციისა და პოპულარიზაციის პლანეტაა. კუროსთან შეერთებით ამ პლანეტას შეუძლია, როგორც უზარმაზარი წარმატების მოტანა, ასევე ყველა ნაკლოვანებისა და სისუსტის გამოვლენა.

აღსანიშნავია, რომ 4 სექტემბერს იუპიტერი, რომელიც კუროს ნიშანში იქნება, რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. როგორც ცნობილია, როდესაც პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ის სფეროები, რომლებსაც განაგებს, ნელდება და შეფერხებით მუშაობს. თუმცა, 16 მაისიდან 4 სექტემბრამდე საკმაოდ აქტიური პერიოდი იქნება, რომლის შედეგებიც შესაძლოა, სრულად მომდევნო წლის დასაწყისში აღმოვაჩინოთ.

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ახლა ეს გარდაუვალია. პირველ რიგში, ცვლილებები ადამიანების ფინანსურ სექტორსა და მატერიალურ კეთილდღეობას შეეხება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სარგებელი ნახოთ, გაამართლოს იმ საქმემ თუ წამოწყებამ, რომელიც დაგეგმეთ და განხორციელებას აპირებთ, დაწინაურდეთ, პოზიცია შეიცვალოთ, ინვესტიცია ჩადოთ საინტერესო პროექტში. გამოიმუშავებთ ინდივიდუალურ მიდგომებს და აღმოაჩენთ, რომ ის ხერხები, რაც ფინანსების დაზოგვასთან დაკავშირებით გქონდათ შემუშავებული, აღარ მუშაობს. ნახავთ, რომ ახლა უფრო განსხვავებულ გზას უნდა მიმართოთ, თუ გსურთ, კაპიტალი დააგროვოთ.

წინა პლანზე წამოვა სულიერი და მორალური ღირებულებები. შესაძლოა, საკუთარ თავში დიდი ცვლილებები აღმოაჩინოთ, ბევრი რამ გადააფასოთ, მიხვდეთ, რა გჭირდებათ ნამდვილად და რა - არა, სამუდამოდ დაემშვიდობოთ მათ, ვინც ცუდად მოგექცათ, თქვენზე ცუდ გავლენას ახდენენ, მოტივაციასა და შემართებას გიკარგავენ. საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით და გააცნობიერებთ, რომ არის საკითხები, რომლებზეც ზედმეტად ნერვიულობთ და სინამდვილეში არც ისე მნიშვნელოვანია.

აღნიშნულ პერიოდში გექნებათ შანსი, თქვენი პოტენციალი, შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ, დაამყაროთ საინტერესო კომუნიკაცია, შეიძინოთ ახალი ნაცნობები და მეგობრები.

მაგრამ, გახსოვდეთ, მუდმივად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, რომ თქვენმა ნებისმიერმა მცდელობამ საპირისპირო შედეგი არ გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×