დახურვა
სტილი
15.05.2023

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ვინაიდან კოსმოსში სერიოზული ტრანზიტებია, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მოახდენს გავლენას. მაშ ასე:

„ეს კვირა ძალიან დახუნძლულია კოსმიური მოვლენებით. პირველ რიგში - დღეიდან კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური სწორად მავალი ხდება, რაც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებსა და ახალი საქმის დაწყებას.

ხვალინდელი დღეა არნახულად მნიშვნელოვანი და ეპოქალურია - 16 მაისს გამარჯვების პლანეტა იუპიტერი კუროს ნიშანში გადავა, ერთი წლის განმავლობაში გამდიდრების დრო მოდის, თითქმის, ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება ეს. თუმცა ყველას მოეთხოვება კუროს ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა. აყვავდება აგროსფერო და საბანკო სისტემას ექნება სერიოზული ცვლილებები.

ასევე მნიშვნელოვანია 19 მაისი - ამ დღეს ახალი მთვარეა - აუცილებლად ანახეთ მთვარეს ფული, სასურველია მონეტა, ამ რიტუალით მოიზიდავთ ფინანსებს. თუმცა ამავე დღეს არაა სასურველი ახალი საქმის დაწყება. შეეცადეთ დაისვენოთ და არაფერი დაგეგმოთ.

20 მაისს საქმიანობის მმართველი პლანეტა მარსი ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს რომ მოიმატებს სანახაობა ყველა სფეროში. არნახულად თეატრალური გახდება სამყარო.

და ბოლოს კვირას, 21 მაისიდან მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში ერთი თვით, რაც იმას ნიშნავს რომ შემდეგი ერთი თვე გააქტიურდება კომუნიკაბელურობა", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან" საუბრისას.

ამასთან მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, რომ კვირის მერე ნახევრიდან ძალიან რთული პერიოდი ე.წ. კოსმიური შტორმის პერიოდი იწყება, მოიმატებს დაძაბულობა და აგრესიულობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×