დახურვა
სტილი
15.05.2023

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა კოსმიური მოვლენებით დახუნძლული იქნება, ვინაიდან ამ კვირაში ძალიან ბევრი სიახლეებია კოსმოსში, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე. მისივე თქმით მთლიანი კვირა ორ ნაწილად უნდა დაიყოს - პირველი ნახევარი დადებითია, მეორე ნახევარში კი ე.წ. კოსმიური შტურმი იწყება, რომელიც ყველა ნიშანზე იმოქმედებს.

ვერძი - ახალა ისეთი რამის გაკეთების შესაძლებლობა მოგეცემათ, რასაც ამდენი ხანი ვერ აკეთებდით და გადადებული გქონდათ. ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, კარგია თუ ფინანსებს უძრავ ქონებაში ჩადებთ, თუმცა სჯობს ყველანაირი აქტიურობა კვირის პირველ ნახევარში გააკეთოთ.

კურო - თქვენთვის ახალა საუკეთესო, ვარსკვლავური დროა, ენერგოტონუსი და შარმი ზე მაღალი გაქვთ ახლა შეგიძლიათ გავლენიანი პირები გაიცნოთ, რომლებიც შემდეგ დაგეხმარებიან. გაქვთ შანსი გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.

ტყუპები - ნელ-ნელა გამოცოცხლდებით, ახლა შესაძლებლობა მოგეცემათ სიტუაცია ყველა მიმართულებით შეცვალოთ და გამოისწოროთ მდგომარეობა. თუმცა ახალი და მნიშვნელოვანი საქმეები კვირის ბოლომდე არ წამოიწყოთ, რადგან ჯერჯერობით მაინც თავშეკავება გმართებთ.

კირჩხიბი - ახლა რაღაცის შეცვლის არნახული სურვილი მოგეცემათ. საუკეთესო დროა თქვენს ცხოვრებაში სიახლეები შემოიტანოთ. როგორც ფინანსური, ისე შემოქმედებითი კუთხით კარგი პერიოდი გაქვთ.

ლომი - ახლა ძალიან აზარტული ხდებით და გაქვთ ცდუნება, რომ ზღვარგადასულ სიამოვნებას აჰყვეთ. განსაკუთრებით ფრთხილად გაიარეთ კვირის მეორე ნახევარი, რადგან მოსალოდნელია შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები.

ქალწული - ახლა კარგი პერიოდი გაქვთ, შრომისუნარიანობა და შარმი მომატებულია თქვენში, თუმცა შესაძლოა იმპულსურობამ ხელი შეგიშალოთ ბევრ რამეში.

სასწორი - ახლა ძალიან გჭირდებათ იურისტთა კონსულტაცია, მით უმეტეს თუ საქმე ფინანსებს ეხება. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია, რომ არ დაზარალდეთ და დააჭირეთ ენას კბილი, ახლა დროა საიდუმლო შეინახოთ.

მორიელი - აქტიური, ენერგიული, მიმზიდველი და შეუპოვარი ხართ - ინტუიცია მომატებულია თქვენში, ამიტომ გაქვთ იმის შანსი, რომ თქვენთვის სასარგებლოდ გააკეთოთ არჩევანი.

მშვილდოსანი - ახლა თუ იქნებით მომთმენი და წინდახედული წინ წახვალთ. გაითვალისწინეთ რომ კვირის პირველნახევარში გააკეთოთ ყველაფერი რადგან მეორე ნახევრიდან ვითარება იცვლება.

თხის რქა - ახლა არნახულად შეუპოვარი, დისციპლინებული და ორგანიზებული ხართ. ძალიან მოგინდებათ სიახლეები და შესაძლოა, ამან ძალიან დაგღალოთ. ამიტომ ნუ გადაამეტებთ.

მერწყული - ძალიან კარგია საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის. კოსმოსი გეუბნებათ რომ ახლა კარგი დროა თქვენი ბუდის მოწყობისთვის. ძალიან კარგია ნათესაური კავშირების გაღრმავებისთვის.

თევზები - ამ კვირაში შესაძლოა გავათხოვოთ თეზები, ახლა არნახული პერიოდი გაქვთ. თქვენი შარმი მომატებულია და საუკეთესო დროა როგორც ქორწინებისთვის, ისე საქმიან ურთიერთობებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×