დახურვა
სტილი
05.06.2023

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთლიანი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.

ვერძი

შეიძლება, იყოს ახალი მოულოდნელი წინადადებები, რაც დაკავშირებული იქნება მის ახალი პროექტების განხორციელებასთან, ან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. იგი გაიცნობს ახალ ადამიანებს და შექმნის ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას და ახალი ინფორმაციით, კიდევ ახლებურად შეძლებს გარდაქმნას საკუთარი ცხოვრება.

კურო

მეტ-ნაკლებად აქვს სიკეთის შესაძლებლობები, მეგობრების ან პარტნიორების დახმარებით და შეიძლება არაერთი საკითხი მოაგვაროს, მაგრამ ახსოვდეს, რომ ენერგოტონუსი დაბალია. ეს ნიშნავს რას, არგადაღლას, არგადატვირთვას და არავითარ სარისკო მოქმედებებს. თუ ენას კბილს დააჭერს, საიდუმლოს დაიცავს და აქ პარტნიორთა და მეგობართა დახმარებასაც გამოიყენებს, კვირა იქნება საკმაოდ კარგი.

ტყუპები

მთავარი ფავორიტია, არნახული შარმი აქვს. აქვს გაუჩერებელი ენა და გვხიბლავს. ყველაფერი გამოსდის ამ ნიშანს. შეიძლება უცებ დაეხმაროს ხელმძღვანელი პირი. დაეხმაროს კოლეგა, დაეხმაროს მეგობარი. ობიექტური ხდება, ადეკვატური ხდება. ადეკვატურად იღებს ამა თუ იმ ადამიანთა რჩევებს, რაც ზრდის მის პოპულარობას. იღბლიანი არის ტყუპები.

კირჩხიბი

გვაქვს პოზიტივი გვაქვს ნეგატივი: ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. კარგად გამოიძინეთ, მიეცით ნერვულ სისტემას დასვენების საშუალება. არ ენდოთ არავის ასე ადვილად, როდესაც ვიღაცა დაპირებას გაძლევთ. ყოველთვის გადაამოწმეთ, იმიტომ რომ ფეიკების ალბათობა გაქვთ. შეიძლება, წარსული ვალების გასტუმრების დრო მოვიდეს. რაც შეეხება პოზიტივს, ფინანსური კუთხით შეიძლება იყოს დადებითი ტენდენციები და ვალები დაგიბრუნონ.

ლომი

ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ინტიმური კონტაქტების მიმართ, შეიძლება მოხვდეს ისეთი პარტნიორის გავლენის ქვეშ, რომელმაც ფინანსური ზარალის ქვეშ დააყენოს ან ჯვარს აცვას იგი. ენერგიულია, აქტიურია, მაგრამ ეს გადადის და მატულობს მასში დიქტატორული ტენდენციები, ეგოიზმი. იყოს ყურადღებით. ეს ის ნიშანია, რომელსაც უყვარს ქება და დიდება, ამიტომ ფრთხილად არ მოცურდეს ამ სიტუაციაში.

ქალწული

ყურადღება ჯანმრთელობის მიმართ, არ გადაიღალოთ, სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ, ეცადეთ უფროსებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, მთავარია არ მოხვდეთ კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან სიჯიუტის ტენდენციაა. თანმიმდევრულად იმოქმედეთ და სწორად დაგეგმეთ დასვენება და მუშაობა, აი, მაშინ კარგი იქნება მთლიანი კვირა.

სასწორი

ფსიქოლოგიურად მშვიდია, ფიზიკურადაც კარგადაა, კარგი პერსპექტივა აქვს, დაუღლელია, შეიძლება, მიიღოს მატერიალური დივიდენდები, სტაჟირება უცხოეთში. თავისი დიპლომატიით, მოთმინებით შეუძლია კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა.

მორიელი

მეტი სიფრთხილე სჭირდება, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. მისი გამოყვანა წყობიდან ადვილია. ფინანსური ხარჯვის ტენდენციაა, ენას კბილი დააჭიროს აუცილებლად და დაისვენოს. მას ნერვებს უშლის, რომ დამოკიდებულია პარტნიორის ფინანსებზე. საიდუმლო უნდა დაიცვას, რათა სხვებმა არ გამოიყენონ ეს ინფორმაცია მის საწინააღმდეგოდ.

მშვილდოსანი

ეს ნიშანი გაუჩერებელია, ენერგიულია, კონტაქტები, შეხვედრების ტენდენცია მატულობს. ამ კვირაში მთავარია პარტნიორული ურთიერთობები, რაც მეტად დაალაგებთ ამ პარტნიორულ, საქმიან თუ პირად ურთიერთობებს მეტად მოგეცემათ პროექტების რეალიზაციის საშუალება.

თხის რქა

ენერგოტონუსი დაბალი აქვს, რასაკვირველია, ჯანმრთელობა რომ არამდგრადია, არ უნდა გადაიღალოს, ყურადღება მიაქციოს, ნაწლავებს და ძვლოვანი სისტემას. მაგრამ კვირის პირველ ნახევარში იქნება წარმატების ტენდენციებიც, ფინანსური კუთხით, კოლეგების ან პარტნიორების მხრიდან. ამან შეიძლება კარიერულადაც მისცეს საშუალება წავიდეს წინ.

მერწყული

არავითარი სულსწრაფობა, არავითარი საიდუმლოს გათქმა. უმჯობესია კონკრეტული მიზანი ჰქონდეს. თუ გამოიყენებს პარტნიორთა საიმედო დახმარებას, მისთვის იქნება კარგი. ეს ის პერიოდია, როდესაც მისი ტაქტით შეუძლია გაიუმჯობესოს ურთიერთობები როგორც შვილებთან, უფროსებთან, ისე პარტნიორებთან.

თევზები

მაქსიმალურად ენას კბილი დააჭირეთ. დაისვენეთ, მნიშვნელოვანია პარტნიორთა და ნათესავთა თანადგომა, რაც მეტად იქნება ეს, მით მეტად მყარად იგრძნობთ თავს. ჯობია ინდივიდუალური საქმიანობით დაკავდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმოქმედეთ, შვიდჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერი პრინციპით. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×