დახურვა
სტილი
16.06.2023

17 ივნისს პლანეტა სატურნი თევზების ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს, წარსულში დატოვებულ საკითხებსა და ურთიერთობებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და კარმული ვალები გადავიხადოთ.

პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას 2023 წლის 4 ნოემბრამდე გააგრძელებს და მნიშვნელოვან გამოცდილებასა და გაკვეთილს მოგვიტანს. ასტროლოგების თქმით, სირთულეები და გარკვეული პრობლემები ცხოვრების ყველა სფეროშია მოსალოდნელი. დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობებით, ფინანსური მდგომარეობითა და დამთავრებული მენტალური ჯანმრთელობით.

თუკი აქამდე რაიმე გადადეთ, არ მოაგვარეთ, ძალით დაივიწყეთ, რეტროგრადული სატურნი მთელი სიცხადით უკან დაგიბრუნებთ და რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე დაგაყენებთ. ახლა კარმული ვალების დაბრუნების დრო დგება. სატურნი უკან აბრუნებს ყველა სიკეთესა და კეთილშობილებას, რაც აქამდე გაგიკეთებიათ და ამავდროულად, პირისპირ გახვედრებთ იმასთანაც, რაც ცუდად გამოგივიდათ.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ პერიოდში საკუთარი ემოციები განსაკუთრებით გააკონტროლოთ და თითოეულ გადაწყვეტილებაზე კარგად დაფიქრდეთ. წარსულში დაშვებული შეცდომები მაგალითად და მოტივაციად აქციეთ. რთული და დამღლელი ეტაპის შემდეგ, რაც შესაძლოა, მიმდინარე თვეებში რადიკალური გადაწყვეტილებებით იყოს გამოწვეული, თუკი შეძლებთ, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ, შემოდგომაზე სამყარო კიდევ უფრო მეტი სიკეთითა და გამართლებით დაგაჯილდოებთ.

ამავდროულად, რეტროგრადული სატურნი თქვენი პიროვნული ზრდისთვის დაგეხმარებათ და ყალბ ადამიანებს ზუსტად აღმოაჩენთ. მიხვდებით იმასაც, ვის შეგიძლიათ, ენდოთ ცხოვრებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×